აუცილებელი აშეუპოვარი შრომა და ჩვევა, რომელიც ვიფქრობ, რომ სრულიად მისაღწევია ერში მცხოვრები ღმრთისმოშიში ადამიანებისთვის, რომელთაც აინტერესებთ ესკ ურთხეული საქმიანობა. ლოცვის აღსრულება დღის განსაზღვრულ, თითქმის ერთი და იგივე დროის მონაკვეთში, შესანიშნავი დასაწყისი იქნება.
ჩვენ, რა თქმა უნდა ხაზი გავუსვით შეუპოვრობას, როგორც ლოცვის ერთერთ ყველაზე აუცილებელ ელემენტს. ტყუილად არ გამოყოფს პავლე მოციქული მას თავის სიტყვაში: ლოცვასა განეკრძალენით (კოლ. 4:2). სხვა სათნოებებისგან განსხვავებით ლოცვა მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას მთელი ცხოვრების განმავლობაში და ამიტომაც ვახსენებ ყველას, ვინც ამ კურთხეულ სარბიელზე შრომობს, რომ ხელები არ ჩამოყარონ და არ დაიწყონ წარუმატებლობების მოლოდინი.
ჩვენ ყველანი, ქრისტიანები უნდა ვშრომობდეთ ლოცვაში, განსაკუთრებით ეგრეთწოდებულ გონიერ ლოცვაში. ვინც ამგვარ ლოცვას მიაღწევს, ის დიდ სიკეთეს შეიძენს. როდესაც გულში ლოცვაა, ადამიანი არ ვარდება საცდურებში, რომლებიც ყოველთვის უცდიან ხელსაყრელ მომენტს, რადგანაც თავად ლოცვის მყოფობა არის სიფხიზლე, ლოცვის არსი კი ღმერთთან ურთიერთობაა, ამრიგად, მღვიძარე და მლოცველი განსაცდელს არ შეხვდება (მათ.26:41).
ასე რომ, მლოცველი ადამიანი წყვდიადში არ ექცევა და უგუნურებით დაბნელებული არ უშვებს შეცდომებს განსჯასა და გადაწყვეტილებებში, არ ვარდება სიზარმაცესა და დაუდევრობაში, რაც წყაროა ყოველგვარი ბოროტებისა. ვნებები და უძლურებები ვერ ამარცხებენ მლოცველს, პირიქით, მისი მოშურნეობა და ღმრთისმოშიშება იზრდება, იძენს მზაობას ყოველგვარი კეთილი საქმის აღსრულებისა, ხდება მშვიდი და უბოროტო, ყოველდღიურად იზდება მისი რწმენა და სიყვარული ქრისტეს მიმართ, რაც ყველა სათნოების მიღწევისკენ აღძრავს. შეიძლება მოვიყვანოთ უამრავი მაგალითი თანამედროვე ადამიანებისა, უმეტესად ახალგაზრდებისა, რომლებიც ლოცვის ამ მშვენიერი ჩვევის დახმარებით გადაურჩნენ საშინელ უბედურებებს, სასიკვდილო საფრთხეებს და თავიდან აიცილეს უმძიმესი ცოდვები.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ