ბევრს უჩნდება კითხვა: შეუძლიათ თუ არა, ერში მცხოვრებ ქრისტიანებს იღვაწოს გონიერი ლოცვით? მე ვადასტურებ: დიახ! იმისათვის, რომ გასაგები გახდეს ჩემი განცხადება დაინტერესებულთათვის, რომელთაც არ აქვთ შესაბამისი ცოდნა, მოკლედ ავხსნი საქმის არსს, რათა თავგზა არ აებნათ იმის გამო, რომ ზოგჯერ გონიერი ლოცვის შეუსაბამო განმარტებას და განსაზღვრებებს ვხვდებით. საერთოდ რომ ვთქვათ, ლოცვა არის ერთადერთი საჭირო და აუცილებელი საქმიანობა ყოველი მოაზროვნე, მგრძნობიერე და გონიერი არსებისთვის (ადამიანისა და ანგელოზისთვის). ამიტომაც გვამცნებს მოციქული ”მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს. 5:17).
ჩვენი წმინდა მამები, რომლებმაც სრულიად შეიყვარეს ღმერთი, თავიანთ მთავარ მიზნად ღმერთთან შეერთებას და მასთან მუდმივ მყოფობას ისახავდნენ, ამიტომაც მთელ თავიანთ ძალისხმევას ლოცვისკენ მიმართავდნენ, როგორც მეტნაკლებად სრულყოფილ საშუალებას ამ მიზნის მისაღწევად.
მამები ამგვარ ლოცვას ”გონიერს” უწოდებენ, რადგანაც ის გონებაში აღესრულება. მას აგრეთვე, ”სიფხიზლეს” უწოდებენ, რაც იგივეს ნიშნავს. მამები ადამიანის გონებას განსაზღვრავენ, როგორც ერთგვარ თავისუფალ და ცნობიერებით განსმჭვალულ არსს, რომელიც არ შემოისაზღვრება და ამიტომაც, პირველ რიგში, მათ შეადგინეს რამდენიმე სიტყვისგან შემდგარი, ყველაზე მარტივი ლოცვა – ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”, რათა გონების დიდი ძალდატანების გარეშე შეგვძლებოდა მასზე ყურადღების მიპყრობა. მეორეს მხრივ, ისინი გონებას შინაგანისკენ მიმართავდნენ, ჩვენი არსების ცენტრში. ის ვინც, გაუნძრევლად იმყოფება მანდ, გონებით ქრისტეს უტკბესი სახელის მოწოდებით, ღირსი გახდება შეიგრძნოს ღმრთაებრივი ნუგეშინისცემა, მეტნაკლებად შესაძლო ძალისხმევის ფასად
წმინდა მამათა თანახმად, შეუძებელია ყოვლადკეთილმა ქრისტემ არ მიაქციოს ყურადღება და არ განეცხადოს გულში იმ მოღვაწეს, რომელიც მოუკლებლად და გულმოდგინედ მოუწოდებს მის სახელს. მასაც ხომ ასე ძლიერ სურს ადამიანთა გამოხსნა!
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ