– როგორ ვისწავლოთ შინაგანი გონიერი ლოცვა ერში მცხოვრებმა ადამიანებმა, რომელთაც მრავალი საქმე და საზრუნავი გვაქვს?
– ყოველდღიური ვარჯიშით და ღვაწლით. ლოცვა სხვანაირად არ ისწავლება, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ლოცვა ლოცვით ისწავლება. ხელისშემშლელი ფაქტორები ყველა გარემოში არსებობენ, უბრალოდ სხვა სახის არიან მონასტერში და სხვა – ერში. სინამდვილეში, რამდენადაც ლოცვაში ხელს არა გარეგანი, არამედ შინაგანი ხმაური გვიშლის, იმდენად, სადაც არ უნდა ვიყოთ ყველგან შეგვიძლია ლოცვაში წარმატების მიღწევა იმ შემთხვევაში, თუ ნელნელა დავიწყებთ ჩვენში ყოველგვარი ზედმეტის, შფოთის მომტანის მოშორებას. თუ ადამიანი ზღვარს არ დაუდებს საკუთარ თავს, ვერ განიწმენდს გონებას. ერში მცხოვრები ადამიანი ხშირად უყურებს ტელევიზორს, შედის ინტერნეტში, ბევრი არასაჭრო ურთიერთობა აქვს და უადგილოდ ხუმრობს, ამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.
თუ გინდა, რომ წარემატო ლოცვაში სულიერი მარხვა გჭირდება. უთხარი შენს თავს, რომ ქრისტეს სიყვარულისთვის ზომეირებას დაიცავ იმაში, თუ რას უყურებ და რას უსმენ. ასეთ შემთხვევაში, გონება ნელნელა დამშვიდდება
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ