“ჩვენს ეკლესიას სულიწმინდის მიერ აქვს მიცემული ღმრთაებრივი საიდუმლოებების შემეცნების ძალა და მტკიცეა იგი თავისი წმინდა აზრით და მოთმინებით…”
ის ღმრთაებრივი საიდუმლო, რომელსაც ეკლესია სულიწმინდით შეიცნობს, არის ქრისტესმიერი სიყვარული. ეკლესიის წმინდა აზრი მდგომარეობს იმაში, რომ „ყველა უნდა ცხოვნდეს“, ხოლო ის გზა, რომლითაც ეკლესია მიდის ამ მიზნისკენ, არის მოთმინება, ანუ მსხვერპლი. ეკლესია მთელ მსოფლიოში ქადაგებს ქრისტესმიერ სიყვარულს და ყველას მოუწოდებს ღმრთაებრივი ცხოვრების სისრულისკენ, მაგრამ ადამიანები ვერ იგებენ ამ ძახილს და ამიტომ უარყოფენ მას. მოუწოდებს რა ყველას, დაიცვან ქრისტეს მცნება – „გიყვარდეთ მტერნი თქვენნი“, ამით ეკლესია დაპირისპირებულ ძალთა შორის დგება. ამიტომ მთელი ის რისხვა, რომლითაც აღსავსენი არიან ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ეს ძალები, ბუნებრივია, ეკლესიას ატყდება თავს. მაგრამ ეკლესია, რომელიც ქრისტეს საქმეს, ანუ მთელი ქვეყნიერების ხსნას ემსახურება დედამიწაზე. შეგნებულად იღებს თავის თავზე საყოველთაო მრისხანების მთელ სიმძიმეს, ქრისტეს მსგავსად, რომელმაც მთელი ქვეყნიერების ცოდვები იტვირთა; და თუ ქრისტე დევნეს და აწამეს ამ ცოდვილ სამყაროში, ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიაც აუცილებლად მის მსგავსად იქნება დევნილი და ტანჯული. ესაა ქრისტეში ცხოვრების სულიერი კანონი, რომლის შესახებაც თვით უფალი და მოციქულებიც საუბრობენ. ღმრთაებრივმა პავლემ ეს აზრი კატეგორიულად გამოხატა შემდეგი სიტყვებით: „და ყოველ- თავე, რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხორებაი ქრისტეს იესუ მიერ. იდევნნენ” (2 ტიმ. 3:12). ასე იქნება ყოველთვის და ყველგან, მთელ სამყაროში. სადაც ცოდვაა დამკვიდრებული.
„ნეტარ იყვნენ მშვდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ” (მთ. 5:9). აქ უფალი ამბობს, რომ ღმრთაებრივი მშვიდობის მქადაგებელი ნი ღმრთის მხოლოდშობილი ძის მსგავსნი ხდებიან. ამასთან, მისი მსგავსნი ხდებიან ყველაფერში, ანუ არა მხოლოდ დიდებასა და აღდგომაში, არამედ დამცირებასა და სიკვდილშიც. ამის შესახებ ბევრი რამ არის ნათქვამი წმინდა წერილში და ამიტომ ქრისტესმიერი მშვიდობის ჭეშმარიტმა მქადაგებლებმა [არასოდეს არ უნდა დაივიწყონ გოლგოთა. ყოველივე ეს კი ხდება მხოლოდ ერთი მცნებისთვის – „გიყვარდეთ მტერნი თქვენი“
„მეძიებთ მე მოკლვად, რამეთუ სიტყუად ჩემი ვერ დაეტევის თქუენ შორის“ (об. 8:37), – ეუბნება ქრისტე იუდეველებს. ეს ქვეყანა ეკლესიის ქადაგებასაც ვერ იტევს, რომელიც ასევე მოგვიწოდებს: „გიყვარდეთ მტერნი თქვენი“ ამიტომ იგი ყველა საუკუნეში დევნიდა და მომავალშიც განაგრძობს ეშმარიტი ეკლესიის დევნას, კლავდა და კვლავაც მოკლავს მის მსახურებს.
წყარო: წიგნი – წმინდა ბერი სილუან ათონელი.