ხშირად ვეუბნები ახლად ნაკურთხ მღვდლებს: ”ამიერიდან იხილავთ ყველაზე დიდ სასწაულს, რომელიც თქვენს თვალწინ, თქვენივე ხელებით აღსრულდება: მღვდლობის მადლით, ღმერთი ადამიანის სულებს აღადგენს”.
ხედავ, რომ მოდის ტაძარში შენთან ადამიანი, რომელიც სულიერად მკვდარია. მაგრამ ისევე, როგორც ყველა ადამიანში მასში არის რაღაც მშვენიერი. და ხედავ ღმერთს, რომელიც როგორც წყნარი სიო, თითქოს ფაქიზი მობერვით აცოცხლებს ამ ადამიანს და მის სულს მკვდრეთით აღადგენს. ამ ყველაფრის განმცდელი გაოცებული ამბობ: ”როგორ გახდა ასეთი? როგორ გაცოცხლდა მისი სული? ის ხომ მკვდარი იყო?”
დიახ, ეს ყველაზე დიდი სასწაულია ეკლესიაში, რომელიც მუდამ მეორდება. ღვთის ჩარევით მრავალი სასწაული აღესრულება, მაგალითად იკურნებიან სასიკვდილოდ სნეულები და რათქმაუნდა ეს სასწაულებიც აღტაცების ღირსია და აღსანიშნი, მაგრამ წარმავალი და დროებითია. ლაზარეს აღდგინებაც კი. ქრისტემ აღადგინა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ის ისევ გარდაიცვალა. მაგრამ როდესაც ადამიანის სული ცოცხლდება, ის მარადიულად ცოცხალია ღვთის წინაშე.