ადამიანის ქრისტესთან შეხვედრა, რისკენაც ასე მივისწრაფვით და რაც არის ჩვენი მიზანი, არ არის ფანტაზია, წარმოსახვითი რეალობა ან რაღაც ემოციური გამოვლინება. როდესაც ღმერთი მოიხილავს ადამიანის სულს, მისი გონება, გული და ყველა გრძნობა აქტიურდება.
მადლი არ არის რაღაც აბსტრაქტული რეალობა, ის საღვთო ენერგიაა, რომელიც ადამიანის მიერ განიცდება. როგორც რომელიღაც აპარატი, რომელსაც ელექტროენერგიასთან ვაკავშირებთ, ღილაკს ვაჭერთ და ირთვება, ასევეა ადამიანიც, რომელშიც საღვთო მადლია, მისთვის ეს მოვლენა, მადლის მასში მყოფობა აბსოლიტურად, ასი პროცენტით რეალურია.
როდესაც ადამიანი თავის გულში ქრისტეს შეხვედება, პირველი რასაც ის განიცდის არის ღმერთთან ყოფნის უუნარობა, მისგან განშორებულობა, რომ ღმერთი უწმინდესია, უკეთილესია და უტკბილესია და ჩვენ კი სრულიად მოკლებულნი ვართ ამ ყველაფერს და რეალურად შორს ვართ მისგან. ეს განცდა ჩვენი პიროვნების დამთრგუნველი და დამანგრველი კი არ არის, არამედ ჩვენი ეგოიზმისა და იმ კერპის, რომელიც ჩვენვე აღვმართეთ საკუთარ თავში.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ