ლოცვა

უცნობი ათონელი მეუდაბნოე – ლოცვა უტკბილეს ნაყოფს – განწმენდას გვანიჭებს

იესუს ლოცვა თავიდან პურია, მოღვაწეს რომ განამტკიცებს, შემდეგ გულის დამატკბობელ ზეთად გადაიქცევა და ბოლოს ღვინოდ ”გონებიდან გადამყვანად”, ესე ღმერთთან შემაერთებლად. ახლა უფრო კონკრეტულად. პირველ ნიჭს, რომელსაც ქრისტე მლოცველს უგზავნის, ცოდვილობის შეცნობას წარმოადგენს. ადამიანს აღარ სჯერა, რომ იგი კარგია.

მადლის ბურღი ბურღავს და სულის სიღრმემდე აღწევს. როგორი უწმინდურება არ არის ჩვენში! ჩვენი სული ყარს. ზოგჯერ, როცა ჩემთან ზოგიერთი მოდის, შინაგანი უწმინდურებისგან კელიაში ავსურნელება ვრცელდება. ადრე უცნობი (ცოდნა) ახლა ლოცვასთან ერთად ცხადდება და როგორც შედეგი, საკუთარი თავის ყველაზე დაბლა მდგომად მიჩნევას იწყებ. ჯოჯოხეთი შენი ერთადერთი მარადიული საცხოვრისია და ცრემლის დრო დგება.

საკუთარ მკვდარს სტირი (რომელიც შენშია). შეიძლება, რომ მეზობელ სახლში მყოფ მკვდარზე იტირო და შენს საკუთარს არ დასტიროდე? ასევე მლოცველიც სხვის ცოდვილობას ვერ ამჩნევს, არამედ მხოლოდ საკუთარ მომაკვდავობას. მისი თვალები ცრემლების წყარო ხდება, მწუხარე გულიდან რომ მოედინება. იგი მისჯილივით ტირის და სულ იძახის: ”შემიწყალე მე! შემიწყალე მე! შემიწყალე მე!”.

ცრემლებით. სულისა და გონების განწმენდა იწყება. როგორც წყალი განწმენდს ჭუჭყიან ჭურჭელს, როგორც წვიმა განწმენდს ცას ღრუბლებისაგან და მიწას მტვერისაგან, ასევე ცრემლები განწმენდს და ათეთრებს სულს. ისინი მეორე ნათლობის წყალია. მაშ ასე, ლოცვა უტკბილეს ნაყოფს – განწმენდას გვანიჭებს.

მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის წიგნიდან: “ერთი ღამე მთაწმინდის უდაბნოში”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©