ადამიანი ყოველთვის უნდა იღვწოდეს, სანამ პირში სული უდგას; პირველ ყოვლისა იმისთვის, რომ საკუთარ თავს სძლიოს. ადამიანის პირველი და უმთავრესი მტერი ეშმაკი როდია? არა. თავად ადამიანია საკუთარი თავის მტერი. და ეს იმიტომ, რომ ნაცვლად იმისა, რომ სხვას ჰკითხოს რჩევა, თავის გულისსიტყვებს უჯერებს; და ეს მაშინ, როცა უამრავი წმინდა მამა გვყავს და შეგვიძლია, წავიკითხოთ მათი ნაშრომები და მათ მივბაძოთ. მიუხედავად ამისა, ხშირად ჩვენზე ჩვენი “მე” ბატონობს. თუ ადამიანი საკუთარ თავს სძლევს, მაშინ ის ნამდვილი ძლევაშემოსილი დიდმოწამეა ღვთის წინაშე!
ადამიანი, რაგინდ ბრძენიც უნდა იყოს, მაინც უნდა ეკითხებოდეს სხვებს რჩევას. ჩვენ არ ვართ ღვთივგანსწავლულნი, ძალგიძს მიიღო ღმრთისგან გულსავსება? რადგან არა ვართ ასეთ სულიერ დონეზე, ამიტომ სხვასაც უნდა მიმართო რჩევისთვის. ნუთუ არავინ გეგულება შენზე უკეთესი?
შეცდომაა, როცა მავანი სხვის გამოსწორებას ელოდება, თავად კი გამოუსწორებელი რჩება. საკუთარი თავი ყველაზე დაბლა დააყენე. მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება, სხვაგვარად კი…
მოთმინებით უნდა აღიჭურვო; ესაა ჯვრის ტარების გზა. მოთმინება უნდა გამოიჩინო, როგორც საკუთარი, ისე სხვების სისუსტეებისა და ვნებების მიმართ. ასე გახდები წმინდანი.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©