წესად მქონდა – დღეში ერთხელ მცირე რაოდენობით, ზომიერად ვიღებდი პურსა და საჭმელს. აღდგომა იყო თუ ხორციელი – მუდამ ერთნაირი საჭმელი გვქონდა და დღეში ერთხელ ვჭამდით. და მთელი წლის განმავლობაში – მღვიძარება მთელი ღამე. ექვსი საათი (უწყვეტად) ლოცვაზე მჯდომი გონებას არ ვაძლევდი გულიდან ამოსვლის საშუალებას.
ეს წესი მე და მამა არსენმა ერთი მღვიძარე და წმინდა ბერის, მამა დანიელისგან ავიღეთ. მაშინ ბევრი სხვა წმინდანიც იყო, მათ შორის ეს ერთ-ერთი იყო – მღვდელიც და სრული ისიქასტიც. წირვაზე, რომელიც სამნახევარი ან ოთხი საათი გრძელდებოდა ცრემლებისაგან ასამაღლებელს ვერ ამბობდა. მიწა ტალახად იქცეოდა. ამიტომაც ძალზე ნელა წირავდა. ის ღმრთისმსახურებდა ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ერთხელაც არ უფიქრია წირვის მიტოვება. დიდმარხვაში ყოველდღიურად აღასრულებდა პირველშეწირულს. ბოლოს ავადმყოფობის გარეშე მიიცვალა.
მეორე რუსი იყო. მას დღედაღამ შეუშრობელი ცრემლი ჰქონდა. მიწიდან ამაღლებულმა და ჭვრეტით აღსავსემ ბევრ ძველ წმინდანს გაუსწრო. ამბობდა: ”როცა ვინმე ხედავს ღმერთს, არ შეუძლია რაიმე თქვას, მხოლოდ ტირის სიხარულისგან.”
შენ კი ფარ-ხმალი დაყარე? ერთი ავი სულის სიტყვით ამბობ უარს შებრძოლებაზე? მაშ, ზამთარი რომ გენახა? ქარბუქი? როცა ეშმაკთა ურდოები და მხედრობები გემუქრებიან? ერთი ეშმაკის მუქარამ შეგაშინა? არასოდეს დაუჯერო მას, რადგან ის დასაბამიდან მატყუარაა და არავითარი ძალა არ აქვს ჩვენზე, თუკი ამაყ უმეცრებაში არ მოგვიხელთებს. ისინი მხოლოდ გვემუქრებიან და გვაშნებენ. თუმცა ძალა არ აქვთ. რადგან თუკი ღორებში ვერ შეძლეს შესვლა, ჩვენ როგორღა გვაცდუნებენ უფლის დაშვების გარეშე?
ახლა მწუხარებათა დათმენით უნდა აჩვენო, რომ გიყვარს ქრისტე და კვლავ მოვა მადლი და ისევ განგეშორება. მხოლოდ არ შეწყვიტო ცრემლებით მისი ძებნა.
სიკეთის უცნობელობა სულის სიბნელეა. და თუკი ადამიანი არ გახდება მოკავშირე ქრისტესი, რომელიც არის ნათელი, ის ვერ შეძლებს გათავისუფლდეს სიბნელის მთავრის – ეშმაკისაგან.
გამოკრებილია წიგნიდან: ”მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა“
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ