სიყვარული ყველაფერზე აღმატებულია. ჩემო შვილებო, ჩვენი მთავარი საზრუნავი სხვების სიყვარული, სხვა ადამიანის სულის მოფერება უნდა იყოს. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ, ლოცვაა, რჩევაა თუ მითითება გავაკეთოთ სიყვარულით. უსიყვარულოდ ლოცვას სარგებელი არა აქვს, რჩევა წყენას გვრის, მითითებას კი ზიანი მოაქვს და სხვა ადამიანს ანგრევს, რომელიც გრძნობს გვიყვარს ჩვენ ის თუ არა, და რეაქციაც შესაბამისი აქვს. სიყვარული, სიყვარული, სიყვარული! მოყვასისადმი სიყვარული ჩვენ უფლის სიყვარულისთვის გვამზადებს. განა ეს მშვენიერი არ არის?
დაუნაწილოთ ყველას უანგაროდ ჩვენი სიყვარული და არ მივაქციოთ ყურადღება მათ ჩვენდამი დამოკიდებულებას. როცა ჩვენში მადლი შემოვა ჩვენთვის სულერთი იქნება ვუყვარვართ ჩვენ თუ არა, ვაინტერესებთ ვინმეს თუ არა. ჩვენ შეგვიპყრობს მხოლოდ დაუძლეველი სურვილი გვიყვარდეს ყველა. ეს ეგოიზმია, როცა გვინდა, რომ მოწიწებით გველაპარაკებოდნენ. ნუ გაგვაწბილებს სხვების უხეშობა. დე გველაპარაკონ საკუთარი გრძნობის შესაბამისად. ნუ ვიმათხოვრებთ სიყვარულს. ჩვენი მისწრაფება მხოლოდ ის უნდა იყოს, რომ გვიყვარდეს ისინი და ვილოცოთ მათთვის მთელი სულით. მაშინ ჩვენ შევამჩნევთ, რომ ადამიანებს ჩვენი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ყოველგვარი ჩვენი თხოვნის გარეშე ვუყვარვართ. ისინი ჩვენ შეგვიყვარებენ თავისუფლად და გულწრფელად, მთელი გულით ჩვენი მხრიდან ყოველგვარი დაძალების გარეშე. როცა ჩვენ გვიყვარს და არ ვესწრაფით, რომ ჩვენც ვუყვარდეთ, მაშინ, ყველანი ჩვენს ირგვლივ იკრიბებიან, როგორც ფუტკრები. და ეს მოქმედებს ყველასთვის.
მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა პორფირი კავსოკალიველის პორტრეტი