ქრისტე

წმინდა პორფირი კავსოკალიველი – ქრისტე ჩვენი გულის კართან დგას და რეკს

ჩვენი ყველა პრობლემა ღმერთს უნდა მივანდოთ, როგორც ამას საღმრთო ლიტურგიისას ვამბობთ: ”და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ”. ”იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა” ის ადამიანი, ვინც ქრისტეს ეკუთვნის, ყველა მოვლენას მის ცხოვრებაში ლოცვის მიზეზად აქცევს. რაც არ უნდა მოხდეს იწყებს ლოცვას: ”უფალო იესუ ქრისტე…”

ქრისტე ჩვენი გულის კართან დგას და რეკს, ჩვენზეა დამოკიდებული მივიღებთ თუ არა მის წყალობას. მხოლოდ საღვთო მადლს შეუძლია ჩვენი შეცვლა. საკუთარი ძალებით არაფერი შეგვიძლია. ქრისტე ყველაფერს გვაძლევს. ჩვენი საკეთებელი ისაა, რომ ვეცადოთ როგორმე გავთავისუფლდეთ ეგოიზმისაგან და სიმდაბლე მოვიხვეჭოთ. ყველაფერი ნეგატიური ქრება თუკი საკუთარ თავს ქრისტეს მივუძღვნით.

ჩვენ უნდა აღვივსოთ სულიწმიდის მადლით. სწორედ ეს არის არსი სულიერი ცხოვრებისა, ეს არის ხელოვნებათა ხელოვნება. გავუხსნათ გულის კარები ქრისტეს! ქრისტე ყველაფერია!

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©