როგორ უნდა გაიგო ცხოვრობ თუ არა ღმრთის ნების მიხედვით?
აი ნიშანი: თუ რაიმე ნივთის გამო ღელავ, ე.ი. ღმრთის ნებას სრულიად არ ხარ მინდობილი. თუმცა შეიძლება შენ გგონია, რომ ღმრთის ნების მიხედვით ცხოვრობ. ვინც ღმრთის ნებასაა მინდობილი, ის არაფერზე არ ზრუნავს. თუ მას რაიმე ნივთი სჭირდება, ის საკუთარ თავსაც და ამ ნივთსაც უფალს მიანდობს და თუ საჭირო ნივთს ვერ მიიღებს, სიმშვიდეს ინარჩუნებს და ისე იქცევა, თითქოს იგი უკვე მიიღო.
უფლის ნებას მინდობილ სულს არაფრის ეშინია…
არც ჭექა-ქუხილის, არც ყაჩაღების და არც არაფრის. რაც არ უნდა მოხდეს იგი ამბობს: ,,უფალს ასე ნებავს.“ თუ ავადაა ფიქრობს, რომ ე.ი. ეს მისთვის საჭიროა, რადგან სხვაგვარად ღმერთი სნეულებას არ მოუვლენდა. ასე ინარჩუნებს იგი სულის და სხეულის სიმშვიდეს
ამონარიდში გამოყენებული მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.