ღვთის სასუფეველი ჩვენშია. ღმერთის სიყვარული სულს სამოთხისეულ ნეტარებას განაცდევინებს. ბევრმა თავადმა და მეფემ, როდესაც შეიცნო ღმერთის სიყვარული, დატოვა თავისი ტახტი… და ეს გასაგებიცაა, იმიტომ, რომ ღმერთის სიყვარული მხურვალეა, იგი ცრემლებამდე ატკბობს სულს სულიწმიდის მადლით, ვერაფერი მიწიერი ვერ შეედრება მას.
ვინც მდაბალია და ყველაფერში თავშეკავებული – საკვებში, სიტყვაში, მოძრაობაში, მას თავად უფალი აძლევს ლოცვას, რომელიც ადვილად აღესრულება გულში. განუწყვეტელი ლოცვა მოდის სიყვარულისაგან, ხოლო იკარგება განკითხვისაგან, უქმადმეტყველებისაგან და თავშეუკავებლობისაგან. ვისაც ქრისტე უყვარს, ის მასზე ფიქრობს დღე და ღამე.
ზოგი ამბობს, რომ ლოცვისაგან მოდის ხიბლი. ეს შეცდომაა. ხიბლი მოდის თვითნებობისაგან და არა ლოცვისაგან. წმინდანები ბევრს ლოცულობდნენ, სხვებსაც მოუწოდებდნენ ლოცვისაკენ. ლოცვა ყველაზე კარგი საქმეა სულისათვის. ლოცვით ადამიანი ღმერთს მიეახლება, ლოცვით გამოითხოვება სიბდაბლე, მოთმინება და ყველაფერი კეთილი. ვინც ლოცვის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს, მან არ იცის როგორი კეთილი და მოწყალეა უფალი. ქრისტესგან სიავე არ არის. ყველა წმინდანი განუწყვეტლივ ლოცულობდა, ერთ წუთსაც არ აცდენდნენ ისინი ლოცვის გარეშე.
მთავარი ფოტო: წმინდა სილუან ათონელის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)