IO2A9008

წმინდა სოფრონ ინგლისელი – წუხილი კაცობრიობის გამო

მახსოვს ერთი ასეთი შემთხვევა, რომელიც მოხდა საფრანგეთში, ოციანი წლების დასაწყისში 1925 წელს, ჩემს გამგზავრებამდე ათონის მთაზე.
ვტიროდი და ვევედრებოდი ღმერთს: „იპოვე გზა სამყაროს გადასარჩენად, რომ გადაგვარჩინო ყველა ჩვენგანი. ყველანი შებილწული და სასტიკნი ვართ“. განსაკუთრებული გულმოდგინებით ვლოცულობდი პატარებისთვის, ღარიბებისთვის და დაჩაგრულებისთვის.
დილისკენ, ჩემი ძალების კლებასთან ერთად, ჩემს ლოცვას აწუხებდა ის აზრი, რომ თუ მე მთელი გულით ვწუხვარ კაცობრიობის გამო, როგორ შეიძლება ღმერთმა გულგრილად შეხედოს მილიონობით ადამიანის ტკივილს და ტანჯვას, რომლებიც მან თავად შექმნა? რატომ უშვებს ის მსოფლიოში უხეში ძალის უთვალავ შემთხვევებს? და მე მივმართავდი მას გიჟური გამოწვევით, სად ხარ? და ჩემს გულში მივიღე პასუხი:

“შენ იყავი ის, ვინც მათთვის, ჯვარს ეცვა?”…

სულის მიერ წარმოთქმულმა ამ ნაზმა სიტყვებმა ძირამდე შემაძრწუნა – ის, ვინც იყო – ჯვარცმული, მიპასუხა როგორც ღმერთმა

Share