მოუკლებელი გონიერი ლოცვის ღვაწლი, რომელსაც უდიდესი სარგებელი მოაქვს, ყველა ქრისტიანისთვის აუცილებელია. ამიტომაც ვთხოვოთ უფალ იესუ ქრისტეს, რომ მოგვცეს სულიერი გულისხმისყოფა, რომ ვისწავლოთ სიფხიზლე და მღვიძარება. ვილოცოთ, რომ მისი ნება აღსრულდეს ჩვენში, რადგან თავად მან, ჭეშმარიტმა არსმა და სულიერმა მზემ გვამცნო, რომ ამისთვის გველოცა.
გულმოდგინე მოუკლებელი ლოცვა გონებას ამასოფლის სულისგან განაშორებს, ქრისტეს წინაშე წარადგენს და მასთან სიახლოვის წყალობით, მის გულს კრძალვითა და არამიწიერი სიმშვიდით აღავსებს. სიმდაბლის გარეშე შეუძლებელია, რომ ლოცვა ღვთისათვის სათნო იყოს. ვისაც სურს გულის განწმენდა, დაე მუდამ ეცადოს, რომ ღმერთი ახსოვდეს და სულ მასზე ფიქრობდეს. ლოცვა არ არის საქმე, რომელსაც ხან აკეთებ და ხან არა. მასში მუდამ უნდა განვისწავლებოდეთ გონების დაცვით, მაშინაც კი, თუ შეუფერებელ სიტუაციაში ვართ.
შეიძლება თუნდაც ბაზარში წასვლისას, მეგობრებთან საუბრისას, ან რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ შინაგანად გულმოდგინედ მოვუხმობდეთ ქრისტეს ისე, რომ ამას ვერავინ ამჩნევდეს.
(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)