როცა ქრისტე გულში შემოდის, ჩვენი ცხოვრება სრულიად იცვლება. ქრისტე ყველაფერია. ვის გულშიც ის ცხოვრობს, მთელ სამყაროს სათუთად აღიქვამს და ყოველი მოვლენა აღუწერელ სიყვარულად ვლინდება მის გულში. ასეთი ადამიანი გაუნელებელ სიხარულში ცხოვრობს. ეს სიმართლეა! ამას ადასტურებს ათონის წმიდა მთის ურიცხვი მოსაგრე. ამ სიხარულში ისინი განუწყვეტლივ ჩურჩულებენ უწყვეტ ლოცვას: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. როცა ქრისტე გულში შემოდის, ვნებები ქრება. უკვე არ შეგიძლია სიძულვილი, შურისძიება, გინება, განკითხვა, რადგან აშკარად გძნობ, რომ ყველა და ყველაფერი შენი ღვიძლი ნაწილია ქრისტეში. როცა გულში მეფობს ქრისტე და მარადიული ნათელი, როგორ დაივანებს მის გვერდით სიძულვილი, ანტიპათია, განსჯა, ეგოიზმი, დარდი და სტრესი?
ქრისტესმიერი სიყვარული ჩვენში აღძრავს იმის რეალურ შეგრძნებას, რომ გარდაცვალება მხოლოდ ხიდია, რომელსაც გარკვეულ მომენტში გადავალთ, რათა ქრისტეში მარადიული სიცოცხლე განვაგრძოთ.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ