შებრუნდი ქრისტესკენ, ისწრაფე ქრისტესკენ, გულში ჩაიკარი ქრისტე, ეცადე, რომ გაიცნო, გიყვარდეს და შეიგრძნო ქრისტე! თუ შენი მოტივაცია წმინდა და გულწრფელია, ამ მცდელობის და შრომის შემდეგ, საღმრთო მადლი შენი გულის კარებს გახსნის და ქრისტე შემოვა. ქრისტესთან ერთად ყველაფერი მარტივია და ცოცხლდება მისი სიტყვები: ”უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს”.
როდესაც ქრისტეს შეიყვარებ მდუმარება და შინაგანი ლოცვა ყველაფერს გირჩევნია. სიტყვები იკლებს. გულში ქრისტეს მოსვლას შინაგანი მდუმარება მოაქვს, ამ დროს სიტყვები აღარაა საჭირო. ეს ისეთი რამაა, რაც მხოლოდ გამოცდილებით შეიცნობა და ვერ აიხსნება. სიყვარულის ტალღები შემოდის შენში და უერთდები ქრისტეს, სავსე ხარ სიხარულით, მხიარულებითა და სრულყოფილი ღვთაებრივი სიყვარულით, რომელიც თავგანწირული, მარტივი და ნამდვილია.
როდესაც ქრისტე მკვიდრობს ჩვენში, ვეღარ ვცოდავთ, მხოლოდ სიკეთის ქმნა გვწყურია. თუ გულში ქრისტეს შევუშვებთ, მაშინ ჩვენში ყველაფერი შეიცვლება და გარდაიქმნება. მრისხანება, შფოთი, შური, ეჭვიანობა, განკითხვა, უმადურობა, მელანქოლია და დეპრესია სიყვარულად, სიხარულად და მხიარულებად იქცევა.
(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)