ლოცვა ქრისტესთან მუდმივი ერთობაა. ქრისტე მოდის და ეწებება გონებას ისევე, როგორც ფუტკარი თაფლს. მე კი არ მიმყავს ფუტკარი და ვსვავ თაფლზე, ის თვითონ მიდის და ჯდება მასზე. ასევეა ლოცვის შემთხვევაშიც: გონებას ლოცვის სიტყვებში ვაქცევ და სულიწმიდა მოდის და ეწებება გონებას. ასე აღესრულება ჩვენი განღმრთობა. ნელნელა ვხედავთ შედეგებს, ვიღებთ ახალ გამოცდილებებს, სიხარულს, ნუგეშს, სიტბოებას და მხიარულებას.
ის, ვინც ღამეს იესუს ლოცვაში ატარებს, დღისით არ უჩნდება ამაო საუბრებისა და კამათის სურვილი. იესუს ლოცვისას მუდმივად წარმოთქმული სიტყვებით ჩვენი გონება ცეცხლივით იქცევა. მსგავსად გახურებული ნახშირისა, რომელზეც მსხვერპლად შეიწირება ჩვენი ეგოიზმი, წარმოსახვები, მისწრაფებები. ეს მსხვერპლი აღიწევა ზეცად და მიერთმევა უფალ იესუ ქრისტეს, რომელიც ხარობს, რადგან მისი შვილი მასთანაა.
(ამონარიდში გამოყენებული ფოტომასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)