ქრისტე – სიცოცხლეა, სიხარულია, ჭეშმარიტი ნათელია, ყველაფერის წყარო თავად არის. სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობს ის, ვისაც უყვარს ქრისტე და ადამიანები. ქრისტეს გარეშე სიცოცხლე – სიკვდილია, სწორედ რომ ჯოჯოხეთია! როცა სიყვარული არ არის, ცხოვრებაც არ არის, რადგან სიცოცხლე – ქრისტეა. ქრისტესმიერი სიცოცხლე კი სიყვარულია. შენ, შენივე არჩევანის მიხედვით, ან ამ სიცოცხლეში იმყოფები, ან სიკვდილში. ერთი მიზანი უნდა გვქონდეს – ქრისტეს, ეკლესიისა და მოყვასისადმი სიყვარული. სიყვარული ეს სიტკბოებაა ქრისტეში, ღმრთისმსახურება და ეკლესიაში გაერთიანებაა. ესაა სამოთხე დედამიწაზე.
ქრისტიანს გამოარჩევს ის, რომ მას გული შესტკივა ყველაზე, ყველას ცხონება და ცათა სასუფეველში ხილვა სურს. ქრისტესმიერი სიყვარული ნებისმიერი ადამიანის, თვით მტრების სიყვარულია, მოყვასის შეყვარებით ღმრთისადმი სიყვარულის მოპოვებაა. ღვთიური მადლი მოდის მხოლოდ მოყვასზე გავლით. როცა ის გვიყვარს, გვიყვარს ეკლესია, (რომლის განუყოფელი ნაწილი ვართ), საკუთარი თავი და შესაბამისად – ქრისტე.
მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა პორფირი კავსოკალიველის პორტრეტი