ბერის [წმ. იოსებ ისიქასტი] მთელი სწავლება მდგომარეობდა იმაში, რომ ის გვმოძღვრავდა, გვიბიძგებდა, გვახსენებდა და გვმეთვალყურეობდა, რათა ლოცვისა და გონიერი საქმიანობის მეშვეობით მუდამ ღმრთის ხსოვნა გვქონოდა. ისიქასტური მეთოდის დახმარებით ვებრძოდით ბოროტს. გვასწავლიდა მონაზვნის ვალდებულებებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გონიერი ლოცვის პრაქტიკულ მეთოდს.
რამდენადაც მთელი მისი ცხოვრება იყო ერთი დიდი იძულება ლოცვისთვის. ის გვასწავლიდა, რომ რამდენადაც შეგვეძლო გვეიძულებინა საკუთარი თავი. ყველაფერი ეს იმისთვის, რათა ღრმად ჩაიბეჭდოს გულსა და გონებაში უფლის სახელი, რომელიც არის ქვაკუთხედი მთელი ჩვენი სულიერი ნაგებობისა. ბერი მეუბნებოდა: ”თუ მორჩილი გეყოლება, ლოცვის გარდა არაფერი ასწავლო. ლოცვა მისცემს მას კეთილკრძალულებას და ღმრთისკენ სწრაფვას, ყურადღებას, აღსარებას და მორჩილებისთვის მზადყოფნას – ყველაფერ ამას ლოცვა მიანიჭებს.”
ბერის მთელი მეცნიერება იმაში მდგომარეობდა, რომ ქრისტეს სახელით გვესუნთქა. რომ ჩვენს პირად ღამისთევებზე საათობით ვმჯდარიყავით, გონებით გულში ვმდგარიყავით ლოცვით: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე!”
არ ვიცი დღესაც თუ არიან ასეთი ადამიანები (ალბათ თითზე ჩამოსათვლელი), რომლებიც თავადაც ასე შრომობენ და სხვათაც ასწავლიან ამ გადამრჩენელ მეცნიერებას, რომელიც ჭეშმარიტად განაახლებს, განაცხოველებს, კურნავს მლოცველი სსულს. ადამიანის სული, განსაკუთრებით კი მონაზვნისა სნეული რჩება, თუ იცნობს ამ მეცნიერებას, მაგრამ საქმით არ აღასრულებს მას.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ