Image 1

იღუმენ ხარლამპე ათონელის შესახებ (წმინდა იოსებ ისიქასტის სულიერი შვილი)

საოცრად ტკბილია იესუს ლოცვა. მამა ხარლამპეს ნაგემი ჰქონდა გონიერი ღვაწლის ნაყოფები და გულწრფელად სურდა, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა, მთელ სამყაროს შეეცნო მისი გემო. ძალზე აღფრთოვანდებოდა ხოლმე, როცა მსმენელს იესუს ლოცვისადმი ინტერეს სშენიშნავდა. გული გაეხსნებოდა და მასში აბრდღვიალებული ცეცხლი მსმენელსაც მოედებოდა. მამა ხარლამპე არ ამბობდა ფუჭ და უშინაარსო სიტყვებს. შეიძლება ითქვას, რომ მასზე აცხადდა მაცხოვრის ნათქვამი: “სიტყვა, რომელსაც გეტყვით ქვენ, სულია და ჭეშმარიტება”. იესუს ლოცვაზე სასაუბროდ მასთან ბევრი მონაზონი თუ ერისკაცი მიდიოდა.

1964 წელს ახალ სკიტს ესტუმრა ღირსსახსოვარი მოძღვარი მამა საბა სტავროვუნიტელი (სტავროვუნიტი – კვიპროსის უძველესი და სახელგანთქმული მონასტერია). მას ახალგაზრდა მორჩილი ახლდა, რომელსაც ასევე სურდა მამა ხარლამპესთან საუბარი, რომლის მერეც ის მორჩილი თავის მოძღვართან ერთად მთაწმინდის მონასტერში მოსალოცად წავიდა. მაგრამ მეორე დღეს, ინათა თუ არა, ამ მორჩილმა წმინდა პავლეს მონასტერში მიირბინა და ბერს კელიაზე დაუკაკუნა.

– რა მოხდა, შვილო? – ჰკითხა მამა ხარლამპემ.

– მამაო, როცა თქვენგან წავედით და თქვენი რჩევისაებრ, იესუს ლოცვის ხმამაღლა წარმოთქმა დავიწყე, საღამოს ვიგრძენი, გულში აღმენთო ძლიერი ცეცხლი, რომელსაც უდიდესი სიტკბოება მოჰქონდა და ყურადღების მოდუნების ნებას არ მაძლევდა. დიდხანს ვიყავი სავანეში და მისი დატოვება არ მინდოდა. მას მერე იესოს ლოცვა ისე შემეზარდა, რომ წამითაც არ მიწყდება.

ეს რომ მოძღვარმა შეიტყო, ბავშვური გულწრფელობით, თვალცრემლიანი მოეხვია, ეამბორა ახალგაზრდა კაცს, მერე კი შესთავაზა, ათონის მონასტრების მოლოცვის ნაცვლად მასთან დარჩნილიყო და ღმრთისგან ბოძებული ნიჭი განემრავლებინა. სამწუხაროდ, ამ მორჩილმა თავისი მოძღვრის მიტოვება ვერ შეძლო.

ამონარიდში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©