ქრისტე სრული სიყვარულია, სიკეთე და ნუგეში. იგი არასოდეს გვაშთობს, პირიქით, უხვად გვაწოდებს სულიერ ჟანგბადს – საღმრთო ნუგეშს.
ვინც ქრისტეს განეშორება, ღვთაებრივ ნათელს აკლდება, რადგან ტოვებს მზიურ მხარეს და უგუნური იქით მიილტვის, სადაც მზე არ ანათებს. ამის შედეგად კი ცივდება და სულიერად სნეულდება.
როდესაც ძველი კაცი იქცევა ძედ მეუფისა, ღვთაებრივ ნეტარებას, ზეციურ სითბოს და სამოთხისეულ ნეტარებას გრძნობს. უმცირესი სამოთხისეული სიხარულიდან ადამიანი უფრო აღმატებულისაკენ მიდის, მას უჩნდება კითხვა, ნუთუ სამოთხეში ჩვენს ამჟამინდელ განცდაზე აღმატებულია რამე? ის ისეთ მდგომარეობას გრძნობს რომ არანაირი კეთება არ შეუძლია, ამ ღვთაებრივი სითბოსა და სიყვარულისაგან მისი ფეხები სანთელივით იდრიკებიან მუხლებში, გული ლამის გასკდეს, სიხარულისგან თრთის, სურს რომ მკერდის თხელი ჯებირი გამოანგრიოს და გაფრინდეს რადგან დედამიწა და ყოველივე მიწიერი,გულს არარად მიჩნეულ წვრილმანებად მიუჩნევია.
(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)