ჩვენ შესახებ

ევქარისტიაა
img 23

ჯვართამაღლების ტაძრის ისტორია 2000 წლიდან იწყება, როდესაც დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ინიციატივითა და თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მრევლის ჩართულობით, ბახტრიონზე, ფანასკერტელის ქუჩის 14 ნომერში საძირკველი ჩაეყარა ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის მშენებლობას. იმ პერიოდში ტაძრის ამჟამინდელი ტერიტორია 112-ე საბავშვო ბაღს ეკუთვნოდა, რომლის დირექტორის, დარეჯან სოხაძის, ინიციატივითა და მოწადინებით იგი ეკლესიას გადაეცა ტაძრის მშენებლობისთვის.

img 4

2003 წელი ჯვართამაღლების ტაძრისთვის თარიღდება ინტენსიური ღმრთისმსახურების დაწყების წლად. ხოლო 2006 წლის 22 დეკემბერს ტაძარი აკურთხა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე).

2011 წელს სატაძრო კომპლექსს შეემატა წმინდა ნინოს სახელობის ბაზილიკა, რომელიც 2015 წლის 10 თებერვალს მიტროპოლიტმა იაკობმა აკურთხა.

04DF7D10 150B 4BDF 916D 3B6420393D8D

 2020 წლის 22 ივლისს მიტროპოლიტმა დავითმა (ალავერდელი) აკურთხა ღირსი მამის იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარი, რომელიც მოცემული დროისთვის, მსოფლიოში პირველი სამრევლო (საერო სივრცეში) ტაძარია.

დღეს სატაძრო კომპლექსი თავის თავში მოიცავს ასევე დამხმარე შენობებს: ოთახს წინამძღვრისთვის, სააღმსარებლო და მოსასვენებელ ოთახებს სასულიერო პირებისთვის, სამუშაო ოთახებს სამრევლოს ახალგაზრდული ჯგუფებისთვის, მოსასვენებლ ოთახს დიასახლისებისთვის, სამზარეულოს, სატრაპეზოსა და საეკლესიო მაღაზიას. გარდა ამისა, ათონის წმინდა მთის სახელობის სააქტო დარბაზს, სეფისკვერების საცხობს, სანთლის დასამზადებელ მცირე საამქროს, გამომცემლობასა და ხმის ჩამწერ სტუდიას.

კომპლექსის გამშვენებასა და აღმშენებლობაზე მუშაობა დღესაც გრძელდება: სულ მალე სატაძრო კომპლექსს შეემატება ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ახალი ტაძარი, რომლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.