emiliane vafidisi 6

არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი – მოუხმეთ ქრისტეს სახელს

იმისათვის, რომ სწორად წარიმართოს შენი ლოცვითი ღვაწლი, აუცილებელია შენში ერთი თვისება აღზარდო – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზრუნოთ ჩვენს სულიერ ჯანმრთელობაზე, ისევე, როგორც ფიზიკურზე ვზრუნავთ. მუდამ უნდა გვიხაროდეს! თუ მოუკლებლად ვლოცულობთ ქრისტესმიერი სიხარული უფრო მეტად გვეძლევა. თუ მოწყენილი ან გაღიზიანებული ხარ, ესეიგი შენში რაღაც არ მიდის სწორად. მიაქციე ამას ყურადღება, რადგან ადამიანის ხასიათი დიდ როლს თამაშობს.

მოუხმეთ ქრისტეს სახელს – ზოგმა ბაგეებით, ზოგმა გონებით, ზოგმა გულით – ვისაც როგორ მიეცა ღვთის მადლით. იესუს ლოცვით გაბრწყინდება სული და უფალს შეხვდება. მაშინ ქრისტე საღმრთო მადლით მორწყავს ადამიანის სულს და აღავსებს არამიწიერი სიხარულით.

დავუთმოთ ლოცვას იმდენი დრო, რამდენიც ჩვენს ძალებს შეესაბამება. ეკლესიის ერთერთი წმინდა მამა გვასწავლის: ”აიძულე საკუთარი თავი, რომ მეტი დრო დაუთმო ლოცვას”. დანარჩენში კი ღმერთს მივენდოთ. წმინდა ისააკ ასური ამბობს: ”ღამე ლოცვა გაცილებით მნიშვნელოვანია, შენს ნებისმიერ ყოველდღიურ საქმიანობაზე”. ღამე ლოცვა რათქმაუნდა ყველაზე ნაყოფიერია.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •