emiliane vafidisi 6

არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი – დილიდან საღამომდე მოუხმეთ უფალს

გონიერი ლოცვის შესახებ საუბრობენ ეკლესიის დიდი წმინდა მამები, როგორებიც არიან წმ. ბასილი დიდი და წმ. იოანე ოქროპირი. წმ. იოანე გვირჩევს: ”დილიდან საღამომდე მოუხმეთ უფალს სიტყვებით: ”უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე”. გავიხსენოთ ის მამებიც, რომლებმაც დიდი შრომები მიუძღვნეს ლოცვას.

ყველასთვის ცნობილია წმინდანთა ეს სამეული: წმ. იოანე სინელი, წმ. ისააკ ასური და წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი. ისინი წერდნენ, რომ გონიერი ლოცვა არა მხოლოდ მონაზვნებისთვისაა, არამედ ერისკაცთათვისაც. შეიძლება სხვების გახსენებაც: წმ. ნილოს სინელი, წმ. ბარსანოფი და წმ. იოანე და ასევე წმ. დიოდოხოს ფოტიკელი.

აუცილებელია ვახსენოთ, წმ. გრიგოლ სინელი, რომელმაც XIV საუკუნეში გონიერი ლოცვის შესახებ სწავლება სინას მთიდან ათონის წმ. მთაზე მოიტანა. რა თქმა უნდა, იესუს ლოცვის შესახებ ადრეც იცოდნენ ათონზე, მაგრამ ამ წმინდანმა მთელი წმინდა მთა შემოიარა, რათა ეს ლოცვა ყოველდღიურ წესად ექციათ ყველა მონასტერში.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •