სტუდენტური პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრების შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან

8 თებერვალს, 21:00 სთ-ზე, შედგა სტუდენტური პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრების online შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან.

შეხვედრის თემა იყო:

“ევროპული ღირებულებები და ქრისტიანობა”

ჩართვას სტუდენტური პარლამენტის 100-მდე წევრი ესწრებოდა. შეხვედრა 2 საათამდე გაგრძელდა. პირველ ნაწილში მამა თეოდორემ ისაუბრა, ხოლო მეორე ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.