თანამედროვე ახალგაზრდები და ქრისტიანობა – შეხვედრა სტუდენტური პარლამენტის წევრებთან

31 მარტს, 20:00 საათზე, შედგა სტუდენტური პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრების დისტანციური შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან.

შეხვედრის თემა იყო

“თანამედროვე ახლგაზრდები და ქრისტიანობა”

ჩართვას 100 ახალგაზრდა ესწრებოდა. შეხვედრა 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. თავდაპირველად მამა თეოდორემ ისაუბრა, ხოლო შეხვედრის მეორე ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.