IMG 0150

წმინდა სოფრონ სახაროვი – მტკიცედ უნდა ვიმეოროთ იესუს ლოცვა

როდესაც მყუდრო ადგილას, სიჩუმეში ვლოცულობთ, ჩვენს გონებაში ყოველგვარი ამაო და ფუჭი აზრები იკრებენ თავს და გულისგან განაშორებენ მის ყურადღებას. ამ დროს ვგრძნობთ, რომ ლოცვა უნაყოფოა, გონება არ მონაწილეობს ქრისტეს სახელის მოხმობაში, ბაგეები კი მექანიკურად იმეორებენ ლოცვის სიტყვებს. როდესაც ლოცვას ვამთავრებთ ეს აზრები ქრებიან და თავს გვანებებენ. ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება: ქრისტეს სახელის მოხმობით ჩვენში არსებული, ჩვენთვისვე დაფარული და იდუმალი მდგომარეობა მოგვყავს მოქმედებაში.

ამ დროს ლოცვა სინათლის სხივივით აღწევს ჩვენს ბნელ შინაგან სამყაროში და წარმოაჩენს თუ რა ვნებები და მიდრეკილებები ბუდობენ ჩვენში. ამ შემთხვევაში უფრო მტკიცედ უნდა ვიმეოროთ იესუს ლოცვა, რომ სინანულის განცდა გაიზარდოს ჩვენს სულში.

ჩვენი სული, რომელიც უხრწნელია ღვთის განგებულებით, ვნებების საპყრობილეშია გამომწყვდეული. რამდენადაც ღრმაა ჩვენი ტკივილი ღვთისგან ჩვენი განშორებულობის გამო, იმდენად ძლიერია ღვთისადმი სულის სწრაფვა. ამ დროს სული ცრემლებით ეძებს ღმერთთან ერთობას, რომელიც არ შეურაცხჰყოფს შემუსვრილ გულს და მოვა ჩვენთან. ამ დროს ”ღრმა, სულიერი გული” განიცდის ნათესაობას და სიახლოვეს ქრისტესთან, რომელიც განცდითად მოქმედებს ჩვენში.

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •