სახარების საკითხავი სამარიტელი დედაკაცის შესახებ საოცარია. მასში ვხვდებით უდიდეს და უმაღლეს ჭეშმარიტებებს, რომლებიც უფალმა გადასცა ერთ დედაკაცს — მას, ვისაც ყველა აუგად მოიხსენიებდა, მწვალებლად მიიჩნევდა და ვინც უწესო ცხოვრებით იყო ცნობილი. ეს ქალი წარმოშობით სამარიიდან იყო — მხარიდან, რომელიც იუდეველთათვის საძულველ ადგილს წარმოადგენდა.
ის, თუ როგორ ესაუბრება ქრისტე ამ დედაკაცს, ჩვენთვის ადამიანებთან ურთიერთობის მაგალითია. ამ ამბავში ჩვენ ვხედავთ, ერთი მხრივ, ღვთის სიყვარულის სიდიადეს, რომელიც ადამიანს ცხოვრების გზაზე მუდამ დაეძებს, რათა მისი სული გადაარჩინოს. მეორე მხრივ კი ვხედავთ ადამიანს, რომელსაც უკიდურესი დაცემიდანაც კი შეუძლია, ღმერთთან თანამშრომლობით, ანგელოზებრივ სიმაღლეებამდე ამაღლდეს.
იუდეველები სამარიტელებს უწმინდურებად მიიჩნევდნენ. ქრისტემ გადალახა ეს ზღვარი, რათა მოგვიანებით პავლე მოციქულს თამამად ეთქვა: „არც იუდეველობაა და არც წარმართობა, არც მონობაა და არც თავისუფლება, არც მამაკაცობაა და არც დედაკაცობა, არამედ ყველანი ერთნი ხართ ქრისტე იესოს მიერ“ [1]. იქ, სადაც ქრისტეს მადლი და განღმრთობის ძალა მოქმედებს, ყოველგვარი ადამიანური განსხვავება ქრება. ქრისტიანთა ერი მხოლოდ ბერძნები, რუსები ან რუმინელები კი არ არიან, არამედ ყველა ის ადამიანი, ვინც წმიდა ნათლისღება მიიღო. ქრისტესთან შეერთებულნი ისინი ხდებიან „რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, საკუთრებადაყვანილი ხალხი“ [2].
უფალი, სამარიაზე გავლისას, ადამიანთა გადარჩენაზე ზრუნვის ამოუცნობი განგებულებით, „გზისაგან დაღლილი“, იაკობის წყაროსთან ჩამოჯდა დასასვენებლად, როგორც „ლომის ბოკვერი, რომელიც ფარულად ზის“[3] და თავის ნადავლს ელოდება. ის, ვინც თავად არის სიცოცხლის მომცემი წყალი, მიმართავს სამარიტელ ქალს, რომელიც წყლის ამოსაღებად მოვიდა: „მომეცი მე წყალი დასალევად“. უფალი, რომელსაც ადამიანთა გადარჩენისათვის სწყურია, თავს იმდაბლებს და ისე აჩვენებს, თითქოს იმის საჭიროება ჰქონდეს, რისი მიწოდებაც ამ ქალს შეუძლია. ხშირად სულიერი ადამიანებიც, რომელთაც სურთ სხვებს გადასცენ ღვთის სიყვარულის ჭეშმარიტება (რაც მათ გულებს წვავს), უფლის ამ დიალოგს ბაძავენ: ისინიც მცირდებიან მოყვასის წინაშე და თითქოს რაიმე წყალობას სთხოვენ მას. თავად ღმერთიც, რომ არ დამდაბლებულიყო თავისი ქმნილების წინაშე და თავი ყველაზე დაბლა არ დაეყენებინა, ვერ გადმოგვცემდა თავის სათნოებას, ხსნასა და სიცოცხლეს. თავისი უკიდურესი დამცირებით მან გამოავლინა სიკვდილზე ძლიერი სიყვარული ადამიანის მიმართ, რომელიც „სჭრის თავის რჩეულს“ [4]. ჯვარი იქცა დაუძლეველი მიზიდულობის ძალად ყველასთვის, ვინც მას შეხედავს. იგი ადამიანში აღძრავს სურვილს, რომ ნებისმიერ ფასად უპასუხოს მის უბიწო სიყვარულს. მაშინ სული ფიქრობს: „თუკი ღმერთი ასეთია, მე სასწრაფოდ უნდა მივატოვო ყველაფერი და მხოლოდ მასთან გაერთიანება ვეძიო“[5].
ეკლესიაში ხელისუფლება სულიერია. მისი ბუნება სრულიად განსხვავდება ამქვეყნიური მმართველების ძალაუფლებისგან. იგი სიმდაბლისგან იბადება. როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ სიმდაბლით „არარად“ იქცეს, ის იზიდავს ღვთის მადლს, რომელიც მას ჭეშმარიტ ავტორიტეტსა დასაკვირველ ძალას ანიჭებს — ქრისტეს მადლისა და სიყვარულის ძალას. ღვთის სიტყვა ცვლის მის სულს და ძალით მოსავს. მაშინ მისი საკუთარი სიტყვაც — როგორც ამას წმინდანებთან ურთიერთობისას ვხედავთ — ხდება ძლიერი, მადლით აღავსებს გულებს და ადამიანს სულიერად შობს.
უფალმა მას შესთავაზა „წყალი, რომელიც მარადიულ სიცოცხლედ იქცევა“, რადგან ღმერთმა ადამიანი მარადიულობისთვის შექმნა. ადამიანის სული დაჟინებით მხოლოდ მარადიულ ცხოვრებასითხოვს[6]. რამდენიც უნდა ეცადოს წუთისოფელი ამ წყურვილის მოკვლას დროებითისიამოვნებებითა და მიწიერი დიდებით (რომელთა ბრწყინვალებაც კვამლივით ქრება), გული მაინცცარიელი და გაუდაბნოებული რჩება. სულიერი შიმშილი და წყურვილი დაუოკებელია. როდესაცმორწმუნე იწყებს ღვთის მადლის გემოსხილვას და ცოცხალი წყლით წყურვილის მოკვლას, იგი მიდის„ძალით ძალამდე“[7], ადის სიყვარულის, სიცოცხლისა და სიხარულის უფრო და უფრო დიდსისრულემდე.
უფლის სიტყვა — „მომეცი მე წყალი დასალევად“ — თუმცა იდუმალებით მოცული ჩანს, სინამდვილეში მიზნად ისახავდა სამარიტელ ქალში სულიერი ინტერესი გამოეწვია. უფალს სურდა, ქალი გამხდარიყო იმ სასწაულის თანამონაწილე, რომელიც უნდა მომხდარიყო: მისი სულისგანახლება, მწვალებელი და უწესო ქალის გარდაქმნა წმიდა მოწამედ და მოციქულთასწორფოტინედ. ქრისტე, რომელსაც სამარიტელი ქალი თავიდან უბრალოდ „ბატონს“ უწოდებდა, შემდეგკი „იაკობზე დიდს“, ნელ-ნელა მისთვის წინასწარმეტყველად ჩნდება. მასში სულიერი ფიქრებისაღსაძრავად, უფალი დიდი ნატიფობით ამხელს მის ცხოვრებას. რათა ასულიყო „უფლის მთაზე“ დამიეღო „კურთხევა ღვთისაგან“ (რაც მასში ცხოველი წყლის წყაროდ იქცეოდა), იგი მას უნდამიახლოებოდა სუფთა ხელებითა და წმიდა გულით[8].
უფალი არ განიკითხავს მას, არამედ დიდი კეთილშობილებით ამხელს. არსებობს მხილება, რომელიც ადამიანს ანადგურებს და თრგუნავს, და არსებობს წინასწარმეტყველური მხილება, რომელიც კურნავს, ახალ ჰორიზონტებს უხსნის და შთაგონება მოაქვს. ამა ქვეყნის ბრძენნიმიჩვეულნი არიან ქცევების ანალიზს, სხვებისთვის ნაკლის ჩვენებას, მაგრამ ხშირად ამას ისეაკეთებენ, რომ ადამიანი სასოწარკვეთილებაში ვარდება, რადგან საკუთარ „მე“-ში იკეტება. პირიქით, როდესაც ღვთის სიტყვა მოქმედებს, იგი ორ საქმეს ასრულებს: ყველაფერს ნათელს ჰფენსდა ამავე დროს აძლევს ძალას განკურნებისა და ცოდვის დაძლევისათვის.
უფალმა ამხილა და განსწავლა იგი, მაგრამ არა მისი დამცირებისათვის. ასე იქცევა იგი მთელიკაცობრიობის მიმართ. განსაცდელები და სირთულეები, რომლებსაც იგი უშვებს ადამიანზე, არ არისშურისძიება ან სასჯელი. პირიქით, ეს არის სურვილი, რომ მადლს განდგომილი ადამიანი მოიყვანოსიმ მდგომარეობაში, სადაც შეძლებს მიიღოს ღვთის ნიჭი, დააფასოს იგი, დაიცვას როგორც ძვირფასიმარგალიტი და განამრავლოს თავის და სხვების გადასარჩენად.
დედაკაცი განცვიფრდა. უფლის სიტყვისა და მყოფობის ძალამ მისი გული ისე შეცვალა, რომდაივიწყა თავისი ცხოვრებისეული პრობლემები და ღვთისმეტყველება დაიწყო. მისი გონება გაიხსნადა ნელ-ნელა მიეჩვია ახალ ცხოვრებას, რომლის ძალასაც თავის გულში გრძნობდა. მან იგრძნო, რომგადამრჩენელი არის არა უბრალო მორალი, არამედ ღვთის შემეცნება და ღვთისმეტყველება, რაცადამიანის ცხოვრებას სწორ მიმართულებას აძლევს. მის შეკითხვაზე ღვთის თაყვანისცემისადგილის შესახებ, ქრისტემ თანდათან გამოუცხადა უმაღლესი ჭეშმარიტება: რომ სულიწმიდისმადლით თაყვანისცემა უკვე ხელთუქმნელ ტაძრებში აღესრულება და ადამიანის გული შენდებაღვთის სამკვიდრებლად[9].
როდესაც უფალი ამბობს: „ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნი სულითა და ჭეშმარიტებითუნდა სცემდნენ თაყვანს“[10], იგი საუბრობს ძალიან ნათლად. ღმერთი არ არის ფილოსოფიური იდეა.ის არის მამა ღმერთი — არსობრივად მამა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მადლით — ყველაადამიანის მამა. ღმერთი სულია და მათ, ვისაც სურთ თაყვანი სცენ მას, უნდა სცემდნენ სულიწმიდისმადლით და მხოლოდშობილი ძის ჭეშმარიტებით, რომელმაც თქვა: „მე ვარ ჭეშმარიტება“[11].მაშასადამე, ჭეშმარიტი თაყვანისცემა მიეგება წმიდა სამებას — „ერთარსებასა და განუყოფელს“.
ღმერთს თაყვანს სცემენ სულიწმიდით, რომელიც მამისაგან გამოვალს, მაგრამ ასევე ჭეშმარიტებისიმ სულით, რომელიც ადამიანს ეუფლება, როდესაც იგი გლოვობს და ინანიებს. ღმერთი არის სულიდა ჭეშმარიტება, ხოლო ადამიანი ხდება სულიერი და ჭეშმარიტი, როდესაც სინანულით ცხოვრობსდა აღიარებს ღვთის წინაშე, რომ მხოლოდ მის წინაშე სცოდა, მაგრამ მხოლოდ მასვე სცემსთაყვანს[12]. მისი თაყვანისცემა მდგომარეობს მწარე ცრემლებში საკუთარი უღირსობის გამო დამადლიერებაში ღვთის უბიწო სიყვარულისთვის. სულიწმიდა ერთი მხრივ აჩვენებს ღვთის ნათელშუქსა და ჭეშმარიტებას, ხოლო მეორე მხრივ — ადამიანის ბნელ წყვდიადსა და სიცრუეს. თუმცა, იგიადამიანს აძლევს სიმამაცეს, რომ ჯერ აღიაროს თავისი დაცემა, შემდეგ კი ითხოვოს ღვთის დიდიწყალობა.
ასეთი ღვთის სილამაზე ატყვევებს ადამიანს და მასში ღვთისადმი დიდ წყურვილს ბადებს. საკუთართავში სიბნელისა და ცოდვის ხილვა კი იწვევს სიძულვილს ყოველივე იმის მიმართ, რაც ადამიანსღმერთთან შეერთებაში უშლის ხელს. წმიდა სოფრონი წერს: „საკუთარი თავისა და ჩვენშიდამკვიდრებული ბოროტების მიმართ ზიზღით აღვსილნი, ვესწრაფვით დავემსგავსოთ მასსიმდაბლეში და ეს მისწრაფება ჰგავს სიკვდილამდე წყურვილს“[13]. უფლის სიტყვის თანახმად, ამწმიდა სიძულვილის გარეშე (ცოდვის მიმართ) ვერავინ გახდება მისი მოწაფე[14]. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი შეიძულებს თავის შინაგან სიბნელეს, იგი შეძლებს მიაგოს ღმერთს ნამდვილილოცვა, რომელიც არის დაურღვეველი მოქმედება და რომელსაც თავად ღმერთი მარადიულადინახავს[15].
ამ ქალს, მიუხედავად მისი უწესო ცხოვრებისა, ჰქონდა ღვთის წყურვილი და ფიქრობდა ღმერთზე. ამან სურნელებასავით მოიზიდა ღვთის სული მასზე დასავანებლად[16], რათა მიეღო უდიდესიგამოცხადება იესოსგან: „მე ვარ, რომელიც გელაპარაკები — მესია“. უფალი ამ სიტყვას ამბობს მაშინ, როდესაც სამარიტელმა ქალმა უკვე იგრძნო მასში ღვთაებრიობა. ღმერთი თავისი მყოფობითგვარწმუნებს; იგი მხოლოდ გონებით კი არ შეიცნობა, არამედ მაშინ, როდესაც ადამიანი თავისგულში ჩაიხედავს. იქ იგი სულიწმიდის მადლით იღებს მისი ჭეშმარიტების დასტურს. მისი მადლისსიტყვა ხდება ცხოვრების კანონი — უკვე არა ქვებზე დაწერილი, არამედ სულიერი, რომელიცადამიანის გულში იწერება[17].
[1] გალ. 3,28
[2] 1 პეტ. 2,9
[3] იხ. ფსალმ. 16,12
[4] წმიდა სილუან ათონელი, გვ. 303
[5] ვიხილავთ ღმერთს ისე, როგორც არის, გვ. 273
[6] იხ. ვიხილავთ ღმერთს ისე, როგორც არის, გვ. 25
[7] ფსალმ. 83,8
[8] იხ. ფსალმ. 23,3-5
[9] იხ. ფსალმ. 131,5
[10] იოან. 4,24
[11] იხ. იოან. 14,6
[12] იხ. სულიწმიდის დღის მწუხრი, მუხლმოდრეკის მე-3 ლოცვა
[13] ვიხილავთ ღმერთს ისე, როგორც არის, გვ. 380
[14] შდრ. მათ. 10,37-39; მარკ. 8,34-37; ლუკ. 14,26-27
[15] იხ. ლუკ. 10,42; გამოცხ. 5,8; ვიხილავთ ღმერთს ისე, როგორც არის, გვ. 61-62
[16] იხ. გრიგოლ პალამა, ჰომილია XIX
[17] იხ. 2 კორ. 3,3
წყარო: https://www.pemptousia.gr
მთავარი ფოტო: ქრისტე და სამარიტელი დედაკაცი – მხატვარი დუჩო დი ბუონინსენია