parintele efrem filotheitul

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – ღმრთისმეტყველება წმინდა ლოცვიდან მომდინარეობს

შინაგანი ლოცვა ადამიანის გონებასა და გულს საღმრთო მადლისა და ზეციური ღმრთისმეტყველების აღქმის უნარს ანიჭებს. ”სათნოებათმოყვარეობაში” ვკითხულობთ: ”თუ ვინმე კარგად ლოცულობს – ღმრთისმეტყველია, თუ ვინმე ღმრთისმეტყველია, ესე იგი კარგად ლოცულობს”. ასე, რომ ღმრთისმეტყველება წმინდა ლოცვიდან მომდინარეობს, რომლის საფუძველიც გონიერი ლოცვაა, ხოლო დამხმარე – ასკეტური ცხოვრება.

როდესაც მოღვაწე ფიქრობს სიკვდილზე, ქრისტეს ვნებებზე, სასუფეველსა და საკუთარ ცოდვებზე, მისი გული შეიმუსრება და დიდი სიმდაბლითა და ყურადღებით იწყებს ლოცვას: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე!”, ამ დროს გონება გულიში უნდა იყოს კონცენტრირებული. ეს არის ყველაზე კურთხეული დრო, დრო როდესაც ღმრთისგან წყალობას ვიღებთ. ამ დროს მლოცველი ემსგავსება ადამიანს, რომელიც დიდი უროთი გრანიტის დამტვრევას ცდილობს. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და დგება მომენტი, როდესაც გრანიტი მთლიანად იმსხვრევა. ემსგავსება იმ ადამიანს, რომელიც ქრისტეს არ განეშორება და ცრემლით ევედრება: ”შემიწყალე მე!” ამით ჩვენ ქრისტეს გულს ვუხსნით, რათა წყალობა მივიღოთ მისგან. იესუს ლოცვა ჰგავს ქანანელი დედაკაცის ვედრებას, რომელიც ჯიუტად ევედრებოდა ქრისტეს მისი ასულის განკურნებას.

წიგნიდან „ჩემი ცხოვრება ბერ იოსებთან“

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •