efrem arizoneli 6

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – იესუს ლოცვა იმეორე და ნურაფრის შეგეშინდება

ნუ გეშინია, იბრძოლე, მხნეობითა და სიმამაცით აღიჭურვე. მხედართმთავრად ქრისტე გვყავს! ის ჩვენს ჯარს დიდებული გამარჯვებისკენ მიუძღვის! ოდნავაც ნუ შეშინდები. შიში ბოროტისგანაა, რომ განგვაიარაღოს და დაგვატყვევოს. სასოებდე მას, რომელმაც თქვა: “არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ” (ებრ.13:5) ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს ის არ დაუშვებს.

მხდალი მეომარი დიდებას მოკლებული, კადნიერების არმქონე და შერცხვენილია; მეფის ყურამდე მისი ერთი თხოვნაც არ აღწევს, ხოლო მამაცი მხედრის სავედრებელს მეფე მისი სახელის გაგონებისთანავე შეისმენს. დიდებულია კადნიერება, რომელიც მამაც მოღვაწეს ამშვენებს. ვის არ სურს ჰქონდეს იგი?! უდებება კი, განსაკუთრებით ლოცვაში, ღვთის წინაშე კადნიერებას ქარს ატანს და ადამიანს განძარცვულს ტოვებს.

შიში, რომელიც ღამღამობით გიპყრობს, ბოროტისგანაა და მას ღმრთისადმი რწმენით დაამარცხებ. იფიქრე, რომ ღმერთი ყველგან სუფევს. ”მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ” (საქმე.17:28). თუ ღმერთი არ დაუშვებს, ცუდი არაფერი მოხდება. თუნდაც ეშმაკთან და გარეულ მხეცებთან აღმოვჩნდეთ, ღმერთი იქაც იქნება! ეშმაკი და მხეცები ვერაფერს გვავნებენ, თუ ამის უფლება ღმრთისგან არ მიეცათ.
ამიტომ შვილო, გამხნევდი და როცა ასეთი შიში შეგიპყრობს, თქვი: ვისი უნდა მეშინოდეს? ვის შეუძლია რაიმე მავნოს, ყველაფერს ხომ ღმერთი განაგებს? ”ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემთანა ხარ”. თან იესუს ლოცვა იმეორე და ნურაფრის შეგეშინდება.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •