როგორც არ უნდა აზვირთდეს შენს წინააღმდეგ სხვადასხვა განსაცდელების ტალღები, არ დაკარგო შვილო სიმამაცე! იფიქრე, რომ ეს ყველაფერი და ამაზე უარესიც კი ვერ შეძლებს ღვთის მადლის წინააღმდეგობას. შვილო, ჩვენს სულში თუ ქრისტეს წყურვილი გაიზრდება, ყველანაირი განსაცდელი თუ საცდური მარტივი გადასატანი გახდება. როდესაც არ არის ქრისტეს წყურვილი და სიყვარული, მაშინ განსაცდელები ჩვენს ცხოვრებას მწარე ცრემლებით აღავსებს. მოვუხმოთ ქრისტეს: უ ფ ა ლ ო ი ე ს უ ქ რ ი ს ტ ე, შ ე მ ი წ ყ ა ლ ე მე! მანამ სანამ თავის ცეცხლს არ აღანთებს ჩვენს გულებში და მაშინ, ყველა ტკივილი ფერფლად იქცევა.
(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)