efrem arizoneli 6

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – საღმრთო ზიარება ცოდვის წინააღმდეგ მებრძოლის საუკეთესო შეწევნაა

რა დიდებულია საღმრთო ლიტურგია! როცა ღმერთი გარდამოიხილავს თავის მდაბალ მღვდელზე, რა ძლიერად გრძნობს ის წირვის სიდიადეს! რა დიდ სარგებელს იღებენ წირვაში მოხსენებულები! რა დიდ პატივს მიაგებს ღმერთი ადამიანს, როცა ყოველ წირვაზე ანგელოზთა დასების თანხლებით მიწაზე ეშვება და მას თავისი ყოვლადწმიდა ხორცითა და სისხლით ასაზრდოებს!

უფალმა ყველაფერი მოგვცა. განა არსებობს რაიმე ხორციელი ან სულიერი, წარმავალი ან წარუვალი, რასაც გვაკლებს? არაფერი. თუკი ყოველდღე თავის ღმრთაებრივ წმინდა სისხლსა და ხორცს გვაძლევს, ამაზე აღმატებული რა შეიძლება იყოს? რასაკვირველია, არაფერი, აი ასეთ საიდუმლოებებში მონაწილეობის ღირსი გახადა ღმერთმა მიწიერი ადამიანი! ოჰ, ზეციური ფასდაუდებელი სიყვარული! ღვთაებრივი სიყვარულის ერთი წვეთი ყოველგვარ მიწიერ, ხორციელ, ამსოფლიურ სიყვარულს აღემატება.

შიშითა და კრძალვით იდექი ეკლესიაში, რადგან იქ უხილავად ქრისტე იმყოფება წმინდა ანგელოზებთან ერთად. ვინც ყურადღებიანი და ღვთისმოსავია, მადლითა და კურთხევით აღავსებს. შეეცადე, რაც შეიძლება ხშირად ეზიარო, ამაში თავისუფლებას გაძლევ, რადგან საღმრთო ზიარება ცოდვის წინააღმდეგ მებრძოლის საუკეთესო შეწევნაა.

საღმრთო საიდუმლოს დიდი სინანულით, შემუსვრილებითა და საკუთარი ცოდვის განცდით მიეახლე. დიდია ღმრთის მოწყალება, რომ ინება შენში შემოსვლა, არ ეზიზღება შენი ცოდვების სიმრავლე, არამედ თავისი უსაზღვრო სიყვარულისა და ლმობიერების გამო მოდის, რომ განგწმინდოს, შვილობისა და ცათა სასუფევლის თანამკვიდრობის ღირსი გაგხადოს.

წიგნიდან ”მამობრივი დარიგებანი”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •