მანამ, სანამ ადამიანი წარმატებას მიაღწევს იესუს ლოცვაში, მისი მხრიდან აუცილებელია სულიერი ცხოვრების გარკვეული წინაპირობების აღსრულება. მონაზონს მოეთხოვება თავისი სულიერი მამის ურყევი მორჩილება. სულიერი მამა ქრისტეს ხილული ხატია. ხოლო, ნებისმიერ ქრისტიანს მოეთხოვება სულიერი მოძღვრის რჩევებით ხელმძღვანელობა და წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების მორჩილება.
ადამიანის გონება მუდმივ მოძრაობაშია. ის დაეხეტება მთელს ხილულ სამყაროში. მოძრაობს არაბუნებრივად, საკუთარი დანიშნულების საპირისპიროდ. ზოგჯერ ხორციელი ვნებებით ტკბება, ზოგჯერ სხვა ვნებებს მიეცემა. სადაც არ უნდა წავიდეს და რაც არ უნდა აკეთოს, მუდამ ტკბობას ეძებს.
ვისაც მოუკლებელი ლოცვის მიღწევა სურს, უნდა მოიკრიბოს თავისი გაფანტული მოხეტიალე გონება. ამისთვის საჭიროა, რომ გონებას გარკვეული სიტკბოება მივცეთ, რადგან როგორც ვთქვით მას ხეტიალი უყვარს და რაღაც ტკბილით უნდა მივიზიდოთ. ამიტომაც დასაწყისში ლოცვას ბაგეებით ვიმეორებთ. ნელნელა ადამიანი ბაგისმიერ ლოცვაში წარმატებას აღწევს, გონება თანდათან შინაგანისკენ მიიზიდება და თავისუფლად წარმოთქვამს ლოცვას ბაგეების მონაწილეობის გარეშე. შემდეგ, როდესაც გონებაში ეს ლოცვა თანდათანობით გაბატონდება, მაშინ ის გულში ჩადის და სადაც არ უნდა იყოს ადამიანი ხედავს, თუ როგორ წარმოთქმება თავისთავად მასში ლოცვა.
გამოკრებილია წიგნიდან : ”О трезвении и молитве”
ლინკი: https://azbyka.ru/…/Efrem_Svyatogorec/o-trezvenii-i-molitve/
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.