efrem arizoneli 8

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – სკვნილი და მეტანიები – ეს იყო ჩვენი ღამისთევა

თავიდან ლოცვა ძალიან მიჭირდა, საერთოდ არ შემეძლო იესუ ქრისტეს სახელის წარმოთქმა. მეჩვენებოდა, რომ გონება მეყინებოდა, შინაგანი სიტყვა საერთოდ არ მოძრაობდა. ”უფალო”-ს თქმაც არ შემეძლო. მთელი ძალებით ვცდილობდი, მაგრამ წინ ვერ მივდიოდი. ვფიქრობდი ”ნეტა რაშია საქმე?”

ბერი იოსები (ისიქასტი) მეუბნებოდა:
– ნუ ნერვიულობ ჩურჩუტო. მთავარია, არ შეეპუო, ურტყი და გაიპობა ეს ქერქი. როცა ძველი კაცის ქერქი გადასკდება, მაშინ ლოცვა, ისევე როგორც მიწაში ჩაგდებული თესლი, იწყებს ყლორტის ამოყრას – გააპობს მიწის ზედაპირს და აღმოცენდება, გაიზრდება, აყვავდება და ნაყოფსაც გამოიღებს. მაშინ კი გამხიარულდები და სულიწმინდის ნაყოფებით დატკბები; მაშინ გაგეხსნება მადა, რომ უფრო მეტი ნაყოფი გამოიღო და უფრო მეტად იგემო სულიერი სიტკბოება.

ბერი გვასწავლიდა:
– ახალგაღვიძებულზე გონება დასვენებული და სუფთაა და რაკი ის ასეთი მდუმარების მდგომარეობაშია, პირველ რიგში სულიერი საზრდო უნდა მივაწოდოთ, – ესეიგი იესუ ქრისტეს სახელი. და ასე, ჩაკეტილები ჩვენ ჩვენს სენაკებში, სრულ წყვდიადში ვიწყებდით ლოცვას ან სკვნილით ან სკვნილის გარეშე. გონება რომ გადაიღლებოდა ფეხზე ვდგებოდით და მეტანიების კეთებას ვიწყდბდით. სკვნილი და მეტანიები – ეს იყო ჩვენი ღამისთევა.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ