efrem arizoneli 6

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – ცათა სასუფეველი ჩვენს გულშია

იმისთვის, რომ ხორციელმა, ვნებიანმა და ქედმაღალმა გულმა უვნებობას მიაღწიოს, აღარ იგრძნოს ვნებები, საჭიროა ლოცვა. როდესაც ცენტრი განიწმინდება, მაშინ მისგ არშემო ყველაფერი წმინდა გახდება. ლოცვა განაგდებს შინაგან სასოწარკვეთილებას, უიმედობას, უდებებას, მცონარებას და განახლებულ სურვილსა და სწრაფვას შობს ახალი ღვაწლისათვის.

როცა ამას ვიგრძნობთ, მაშინ ნათლად გავაცნობიერებთ ლოცვის ნაყოფს, მის მიზანს. მაშინ მივდვდებით, რომ ცათა სასუფეველი ჩვენს გულშია. ”სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს”. იქ გულში, ლოცვით ჩატარებული ”კვლევის”, ”გათხრების” შედეგად – გონების გულში ყურადღების დაკავების მცდელობით (ლოცვით – ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”) – ვიპოვით მარგალიტს. ეს რა მარგალიტია? ეს სულიწმინდის მადლია, რომელიც ნათლისღების დროს მივიღეთ, მაგრამ ჩვენი უმეცრების თუ ვნებებისთვის თავის მიცემის გამო მადლი დაიმარხა.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ