efrem arizoneli 6

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – ლოცვა სუნთქვაა

ვიცნობ ათასობით ადამიანს მთელ მსოფლიოში, რომლებიც ლოცვისთვის აიძულებენ თავს და გასაოცარ შედეგებს აღწევენ. ლოცვა მათ სულიერ ღვაწლში განამტკიცებს, შინაგანად განანათლებს და ისინი სიღრმისეულ, გულწრფელ აღსარებას ამბობენ. იესუს ლოცვის წინააღმდეგ აღძრული გულისსიტყვებითა და განსაცდელებით შეჭირვებული ეს ადამიანები მონდომებით მიისწრაფვიან უხრწნელი საიდუმლოებებისკენ, ისევ განაახლებენ გულისსიტყვებთან და ვნებებთან ბრძოლას და კვლავ წმინდა საიდუმლოს ეზიარებიან. მათ უკვე აღარ შეუძლიათ ლოცვის გარეშე ცხოვრება.

ლოცვა სუნთქვაა. როცა ადამიანი სუნთქავს, ის ცოცხლობს, ზრუნავს თავის სიცოცხლეზე. ვინც ლოცვას იწყებს, ის მთელი თავისი ცხოვრების გამოსწორებას უდებს სათავეს სულიერი მამის ხელმძღვანელობით. როგორც ამომავალი მზე აღვიძებს, ანათებს, სიცოცხლეს ანჭებს ქმნილებას, ასევე ადამიანის გონებასა და გულში ლოცვით აღმობრწყინვებული სიმართლის მზე, ქრისტე, აღვიძებსმას, რომ დაუღამებელი დღის ნათელი საქმეები აღასრულოს.

ასე რომ ძმებო, ”გამუდმებით ქრისტეთი ისუნთქეთ ” – ამბობდა მოღვაწეთა მამათავარი ანტონი დიდი. წარმართთა მოციქულიც მთელიმ სოფლიოს ყველა დროის ყველა ქრისტიანს ურჩევს, სთხოვს და უბრძანებს: ”მოუკლებელად ილოცევდით”. ”ხოლო სიტყვას, ”მოუკლებელად” არც საზღვარი, არც საზომი არ აქვს” – განმარტავენ წმინდა მამები.

ამგვარად, როცა სულში მშვიდობა გაქვს, უდებებას ნუ მიეცემი, არამედ ილოცე, საბრძოლველად მოემზადე. თავი გაიმხნევე. განსაცდელების ნუ გეშინია. ცვლილებებს ყველა განიცდის, მაგრამ ბრძოლაში მოთმინება და გულმოდგინებაა საჭირო. მართალი დღეში ათასჯერაც რომ დაეცეს, ისევ წამოდგება და ეს გამარჯვებად ჩაეთვლება. მუდმივი სინანული, განუწყვეტლივ ღმრთის მოწყალების მოხმობა – ამა სნიშნავს იესუს ლოცვა.

წიგნიდან ”მამობრივი დარიგებანი”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

X