Picture1

არქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ – შესაქმეს რისკი

კითხვა: თუ ქრისტე მოვიდა და ახალ ქმნილებად გვაქცია, ასე მძლავრად რატომ მოქმედებს ჩვენში ცოდვის სჯული?

არქიმანდრიტი ზაქარია: ქრისტე არ მოსულა ადამიანის თავისუფლების ხელყოფისათვის. ადამიანი კვლავ თავისუფალია შეიწყნაროს, ან არ შეიწყნაროს ღმერთი. ქრისტემ გამოხსნა აღასრულა, გვიჩვენა რა გზა და უშრეტი სიყვარული საყოველთაო გამოხსნისათვის ლოცვისას გეთსიმანიის ბაღში, იმის იმედით, რომ გაღებული მსხვერპლი ყველასთვის ღირსების გრძნობის (φιλότιμο) აღდგენისა და მისკენ მიქცევის მიზეზი გახდებოდა. ქრისტე არავის აიძულებს მასთან მივიდეს, იგი მხოლოდ იზიდავს. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამინისთვის თავისუფლება ამავდროულად ტრაგედიაცაა. ღმერთმა ძალიან დიდი რისკის სანაცვლოდ შექმნა და თავისუფლება მიანიჭა ისეთ საოცარ ქმნილებას, როგორიც ადამიანია. ეს შესაქმეს რისკი იყო, – როგორც მამა სოფრონი უწოდებს მას. მიუხედავად ამისა, რისკის გაღება ღირდა. მილიარდობით და ტრილიარდობით ადამიანი მოევლინება ქვეყანას და მხოლოდ რამდენიმე მილიონი თუ გახდება წმინდანობის ღირსი. თუმცა კი ამ რისკზე წასვლა მაინც გამართლებულია ამ მცირერიცხოვან წმინდანთათვის, რადგანაც ისინი ამოწმებენ ღმერთს, როგორც შემოქმედსა და მხსნელს, – ეს კი უფლის დიდებაა. ღმერთი იდიდება „შესაკრებელსა წმინდანთა“ (შდრ. ფს. 81:1). მან კარგად უწყოდა თუ რას იქმოდა, მაგრამ რისკი გასწია იმ რჩეულთათვის, ვინც თავისუფალი არჩევანის საშუალებით შეუდგებოდა ქრისტეს და შეიძულებდა ამქვეყნიურ ტანჯვას, რომელიც ვერც კი შეედრება იმ დიდებას, რაც საღმრთო სამეფოში რჩეულთ განეცხადებათ. წმინდანები ამოწმებენ უფალს, რადგანაც მათ შეძლეს ეტვირთათ ღმრთის დიდებულება. ადამიანის შექმნის თავდაპირველი მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო – ყოფილიყო თანაზიარი ამ დიდებულების! 


წყარო: http://pemptousia.com

X