boghiu

არქიმანდრიტი სოფიანე ბოგიუ – ვიმეოროთ იესუს ლოცვა, როგორი დაკავებულიც არ უნდა ვიყოთ

ვიცნობ ბევრ დაოჯახებულ ადამიანს, რომლებიც საკმაოდ ნაყოფიერად შრომობენ იესუს ლოცვაში. ეს ლოცვა ყველასთვის საჭიროა და რათქმაუნდა მათთვისაც, ვინც დაქორწინებულია და ოჯახი ჰყავს.

ღმერთმა თითქოს სპეციალურად ჩვენი თანამედროვე ეპოქისთვის დაგვიწესა ლოცვა : ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”. შეგვიძლია მხოლოდ სამი სიტყვითაც ვილოცოთ: ”იესუ, შემიწყალე მე!”. რა ქაოსშიც არ უნდა ვიმყოფებოდეთ ჩვენს ყოფით ცხოვრებაში – ლექციაზე ვზივართ უნივერსიტეტში, ვმუშაობთ თუ ვეკონტაქტებით ვინმეს – დროდადრო, რაც შეიძლება ხშირად შეგვიძლია ვიმორეოთ: ”იესუ, შემიწყალე მე!”

ქრისტეს სახელი – იესუ – არის არსი იესუს ლოცვისა. სახელი ”იესუ” – ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების მიზანზე – ქრისტესთან მარადულად მყოფობაზე მიუთითებს, ამით ვაღიარებთ მას ჩვენს ღმერთად და მეფედ, სიტყვები ”შემიწყალე მე” – ეს სიტყვები შეიცავს ცოდვილობის, დაცემული ბუნების განცდას. მხოლოდ ეს სამი სიტყვა მაინც წარმოვთქვათ, ამ ცხოვრებისეული ქაოსის ჟამს. მხოლოდ სამი სიტყვა!

ეს ლოცვა ძალიან მოკლეა და რაც შეიძლება ხშირად უნდა ვიმეოროთ, როგორი დაკავებულებიც არ უნდა ვიყოთ. ვიცნობდი ერთ სასულიერი პირს, რომელსაც გონიერი ლოცვა ჰქონდა, როდესაც ის თავისი განვლილი ცხოვრების ტკივილების შესახებ მიყვებოდა, მხარზე ხელი დავადე და ვკითხე: ”მამა იოანე, თქვენ ახლაც ლოცულობთ?” ის შთაგონებით საუბრობდა, მისი გული კი ლოცულობდა. როდესაც ლოცვა გულში შედის, ის ჩვენი სულის სუნთქვად იქცევა.

ასე, რომ ჩვენი თანამედროვე ცხოვრებისეულ ამაო, ქაოტურ და სწრაფ ტემპშიც კი, შეგვიძლია ვიკვებოთ ამ ლოცვით.


ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •