იოსებ ისიხასტი 1

ბერი იოსებ ისიქასტი – დაიცავი საკუთარი გრძნობები

დიდი მარხვის მოახლოებისას, მრავალ განსაცდელსა და შფოთს აღძრავენ ჩვენზე, საძაგელი ეშმაკები. რადგან ჩვენც სწორედ ამ დროს ჩვეულებრივზე მეტად ვავიწროვებთ მათ მარხვითა და ლოცვით, ისინიც მეტად სასტიკდებიან ჩვენს მიმართ. მაშ ასე, იზრუნე, რომ გვირგვინები მოიხვეჭო ღვაწლის ამ სარბიელზე. მეტად ქველი უნდა გახდე. მკერდით უნდა აღუდგე ამ უხორცოებს. ნუ შეგეშინდება მათი.

ხორციელი მარხვისათვის შეძლებისამებრ ვიღვაწოთ. ხოლო გრძნობების, გონებისა და გულის მარხვისთვის კი მთელი ძალით შევებრძოლოთ ჩვენი სულის მტერს. შვილო ჩემო, დაიცავი საკუთარი გრძნობები, განსაკუთრებით უფრთხილდი თვალებს – ისინი რვაფეხას საცეცებივით მიიტაცებენ ყოველივეს, რაც მათ წინ მოძრაობს, ყველაზე იოლად კი ცოდვით ნადავლს ჩააფრინდებიან ხოლმე. თვალების მიზეზით დაეცნენ და დაიღუპნენ “სვეტნი სულიერნი”. დავითმა, როცა არ დაიცვა თვალი, მკვლელობა ჩაიდინა და მრუშობას მისცა თავი, მიუხედავად იმისა, რომ ღმრთის დიდი წინასწარმეტყველი იყო, ჰქონდა მადლი და ნიჭი წინათმცნობელობისა.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ