parintele efrem filotheitul

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მოიპოვოს შინაგანი ლოცვა

იესუ ქრისტეს სახელი, რომელსაც ლოცვაში მოვუხმობთ, თავის თავში მოიცავს აღმადგინებელ ძალას. ასე, რომ ნუ შფოთავ შენი ლოცვის არასრულყოფილებისა და გულგრილობის გამო, არამედ მოთმინებით დაელოდე ნაყოფს, რომელსაც ღმრთაებრივი სახელის ხშირი ხსენება გამოიღებს.

თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მოიპოვოს შინაგანი ლოცვა – უფალთან ურთიერთობის საშუალება. ის უსასყიდლოა, საჭიროა მხოლოდ მცდელობა, რომ მდუმარების უფსკრულსა და ჩვენი გულის სიღრმეში ჩავიძიროთ და რაც შეიძლება ხშირად მოვუხმოთ იესუ ქრისტეს სახელს, რომელიც მხიარულებით აღავსებს ადამიანს. საკუთარ თავში ჩაღრმავება და ჩვენი სულიერი სამყაროს გამოკვლევა შესაძლებლობას გვაძლევს გავაცნობიეროთ, თუ როგორი საიდუმლოა ადამიანი, ვიგრძნოთ თვითშემეცნების სიხარული და დავღვაროთ სინანულის მწარე ცრემლები დაცემებისა და საკუთარი ნების უძლურების გამო.

ამრიგად, გონიერი ლოცვის მიზანი ის არის, რომ ადამიანის გულში ქრისტე შემოიყვანოს, იქიდან ეშმაკი გააძევოს და მისმიერ ცოდვით აღსრულებული საქმეები შემუსროს. რადგან, როგორც ქრისტეს საყვარელი მოწაფე ამბობს: ”ამისთვის გამოცხადნა ძე ღმრთისა, რათა დაარღვინეს საქმენი ეშმაკისანი”.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ