ისიხასტი 1

ბერი იოსებ ისიქასტი – ღმრთის ძეობის სიხარული

ზეციური მამის ძენო და მისი სუფევის მემკვიდრენო, იჩქარეთ, იტირეთ, გიხაროდეთ, აცვრიეთ სიყვარულის ცრემლი. ჩაიძირეთ თქვენი გონებით მასში, ვინც თავისი სხეული ჩაფლა მიწაში, რათა ჩვენ ვეცხონებინეთ. ტკბილი იესუ გარდამოხდა, რათა ჩვენ ავმაღლებულიყავით, მოკვდა და აღდგა, რათა ჩვენ აღვედგინეთ. გიხაროდეთ, იშვებდით, რადგან ღირსნი გახდით მისი ძეობისა, დატკბობისა მისი მარადიული სიკეთეებით და ჯერ კიდევ აქ თანასიხარულისა მის უსაზღვრო სიყვარულში.

გაზაფხული ახლოვდება, მწუხარებათა ზამთარი იწურება. სავანეები, რომელთაც მუდმივი განსაცდელითა და მწუხარებით ვაშენებთ, მალე ჩვენი გახდება. არ იქნება არც ერთი მოკამათე, არც ერთი შურიანი, არც ერთი მავნე და შურისმაძიებელი. ეს ყველაფერი აქ რჩება.

თუკი აღდგომის შემდეგ ისევ მივიღებთ ამ მიწიერ სხეულს, ის უკვე მძიმე და დატვირთული, ავხორცი და მოუქნელი კი არ იქნება, არამედ ჩვენი უტბესი იესუს ცეცხლოვანი ნათლით იქნება შეცვლილი, ბრწყინვალე და მზეზე უფრო კაშკაშა სხივების მფრქვეველი, რომელიც თვით ეთერსაც კი აცისკროვნებს.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •