Untitled Artwork 1

ბერი ნიკონ ათონელი – როგორ ვისწავლოთ გონიერი ლოცვა ერში

არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ერში გონიერ ლოცვას მიაღწიეს. თუ ეს ერთისთვისაა შესაძლებელია, ესეიგი ყველას შეუძლია. არსებობს მრავალი წიგნი იესუს ლოცვის შესახებ, თუმცა ყოველდღიური პრაქტიკა გაცილებით მნიშვნელოვანია. ერთხელ ერთმა ადამიანმა დამირეკა და მეუბნება: – ”მამაო, თქვენ მითხარით, რომ ლოცვის სიტყვებზე ყურადღების გამახვილებით ვილოცო” და ასე დაიწყო იმის აღწერა, თუ როგორ იღწვის. დილას, საღამოს და მუშაობის დაწყების წინ 30 წუთი ლოცულობდა იესუს ლოცვას. შემდეგ ნელნელა შეამჩნია, რომ ლოცვის სიტყვები მასში თავისით წარმოითქმება და ასე თქვა, რომ თითქოს მასში ვიღაც სხვა ლოცულობს ძილის დროსაც კი. გამიკვირდა, რადგან ათონის მთაზეც კი მრავალი წელი და სულიერი ბრძოლაა საჭირო ამ მდგომარეობის მისაღწევად. ვურჩიე, რომ როცა მარტო იქნება ხმამაღლა ილოცოს, რომ ყურებს ესმოდეს და გონებას გაუადვილდეს სიტყვებზე კონცენტრირება, ხოლო როცა სამსახურეშია თავისთვის, ჩუმად ილოცოს. ძალიან უბრალო და უზაკველი ადამიანი იყო.

ძალიან დიდი შრომა გვჭირდება ჩვენ ამ ყველაფრისთვის, რადგანაც აღსავსენი ვართ მატერიალურით მიდრეკილებებით. საჭიროა მოთმინება და არ უნდა ვიჩქაროთ. ჩვენ გვინდა, რომ უცებ მივაღწიოთ შედეგს. ამიტომ, ჩვენი ძალების შესაბამისი ღვაწლი უნდა გავწიოთ, ყოველგვარი განგაშის, მღელვარების და საკუთარი წარმატება-წარუმატებლობის გამოკვლევის გარეშე. ზოგი სწრაფად მიდის წინ, ზოგი ნელა, მაგრამ მთავარია, რომ ვიშრომოთ და წინ ვიაროთ, ჩვენი საქმე მხოლოდ ღვაწლია.

– როგორ ვისწავლოთ შინაგანი გონიერი ლოცვა ერში მცხოვრებმა ადამიანებმა, რომელთაც მრავალი საქმე და საზრუნავი გვაქვს?

– ყოველდღიური ვარჯიშით და ღვაწლით. ლოცვა სხვანაირად არ ისწავლება, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ლოცვა ლოცვით ისწავლება. ხელისშემშლელი ფაქტორები ყველა გარემოში არსებობენ, უბრალოდ სხვა სახის არიან მონასტერში და სხვა – ერში. სინამდვილეში, რამდენადაც ლოცვაში ხელს არა გარეგანი, არამედ შინაგანი ხმაური გვიშლის, იმდენად, სადაც არ უნდა ვიყოთ ყველგან შეგვიძლია ლოცვაში წარმატების მიღწევა იმ შემთხვევაში, თუ ნელნელა დავიწყებთ ჩვენში ყოველგვარი ზედმეტის, შფოთის მომტანის მოშორებას. თუ ადამიანი ზღვარს არ დაუდებს საკუთარ თავს, ვერ განიწმენდს გონებას. ერში მცხოვრები ადამიანი ხშირად უყურებს ტელევიზორს, შედის ინტერნეტში, ბევრი არასაჭრო ურთიერთობა აქვს და უადგილოდ ხუმრობს, ამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.

თუ გინდა, რომ წარემატო ლოცვაში სულიერი მარხვა გჭირდება. უთხარი შენს თავს, რომ ქრისტეს სიყვარულისთვის ზომეირებას დაიცავ იმაში, თუ რას უყურებ და რას უსმენ. ასეთ შემთხვევაში, გონება ნელნელა დამშვიდდება

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •