Warning: Undefined property: WP_Post_Type::$post_name in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

ბერი ნიკონ ათონელი - ჩვენში არსებულ ბოროტებასთან ბრძოლას იესუს ლოცვით ვისწავლით - ევქარისტია
Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92
beri nikon atoneli 3

ბერი ნიკონ ათონელი – ჩვენში არსებულ ბოროტებასთან ბრძოლას იესუს ლოცვით ვისწავლით

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

გაიღვიძეთ! და როდესაც ამ ძილისგან გამოფხიზლდებით დაიწყეთ იესუს ლოცვა: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”. თუ ლოცვას, აღსარებას და ზიარებას არ მივმართავთ ვერ გავიღვიძებთ, ”უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი”. როდესაც დავმდაბლებით სინანულით და იესუს ლოცვის მუდმივი გამეორებით, უფალი მადლს მოგვანიჭებს და მაშინ გავიგებთ როგორ მოვიქცეთ. თუ დავიწყებთ სხვებთან ბრძოლას, პირველ რიგში, საკუთარ თავში არსებულ ბოროტებასთან ბრძოლის გარეშე, დავღუპავთ ჩვენს ძმებს. ჩვენში არსებულ ბოროტებასთან ბრძოლას იესუს ლოცვით ვისწავლით; ასევე მნიშნელოვანია საეკლესიო ღმრთისმსახურებები. რამხელა ცოდნაც არ უნდა გვქონდეს, ვერ გადავრჩებით თუ არ ვიცხოვორებთ შესაბამისი ცხოვრების წესით.

სად აღასრულა უფალმა პირველი სასწაული? ქორწილში – კანას გალილეაში. რას აკეთებენ ქორწილში? მხიარულობენ და ცეკვავენ! ღმრთისმშობელიც იქ იყო. რა სასწაული აღასრულა უფალმა? წყალი ღვინოდ აქცია. ის კი არ უთქვამს, რომ წყალი დაელიათ, პირიქით, მან ეს აღასრულა, რათა ემხიარულათ! ჩვენი სარწმუნოება სიხარულის სარწუნოებაა! ეკლესიის ერთი დიდი მამა ამბობს, რომ არც საკვები, არც ფული არ არის თავისთავად ბოროტება. ბოროტება გემოთმოყვარეობაა, როდესაც ადამიანი ღორივით ჭამს, ბოროტება ვერცხლის მოყვარეობაა. ღმრთისგან მონიჭებული სიკეთეეები კი არ არის ბოროტება, არამედ მათი არასწორი გამოყენება! ჩვენ ღმრთისგან მონიჭებულ სიკეთეებს ბოროტად ვიყენებთ, იმიტომ, რომ ყველა პრობლემა ჩვენი გონებიდან იწყება, ამიტომაც, დავაკავოთ ჩვენი გონება იესუს ლოცვით: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”.

მუდამ უნდა ვირეკდეთ! უნდა ვისწავლოთ შეუპოვრება, რომ არ დავიხოოთ უკან. უფალი ამბობს: ”ირეკდით და განგეღოს თქუენ”, უფალი არ ამბობს: დააკაკუნეთ და გაგეღებათ, არამედ -”ირეკდით”! მრავლჯერ! ერთხელ, ერთი საწყალი ქალი მივიდა ერთ მდიდართან და დახმარება თხოვა. საბოლოოდ მან ისე მოაბეზრა მდიდარს თავი, რომ თქვა: მიეცით ფული, რომ წავიდეს აქედან! აი ასე გვასწავლის ქრისტეც! რათა შეუპოვრები და მტკიცენი ვიყოთ.

ამიტომ, ვისწავლოთ ბრძოლა უკან დახევის გარეშე. უფალი გვასწავლიდა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საკუთარი მაგალითითაც, ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე შეიპყრეს, დააბეს, სცემეს, მაგრამ ის არ პასუხობდა, თუმცა, როდესაც ერთმა მეომარმა სახეში გაარტყა: უფალმა უპასუხა: „უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, ჰსწამ ებოროტისათვის, ხოლო უკუეთუ კეთილსა ვიტყვი, რაისათვის მცემ მე?“ რა გვასწავლა ქრისტემ? “რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა, მიუპყარ ერთკერძოცა” (ლუკ. 6.29) თავად კი ასე არ მოიქცა ამ შემთხვევაში, არამედ ახსნა მოითხოვა. ნუთუ დარტყმა ეტკინა? რათ ქმა უნდა, არა! მან ხომ ჯვარცმა იტვირთა! სახეში გარტყმას ვერ მოითმენდა? რატომ მოიქცა ასე? იმიტომ, რომ ეჩვენებინა, რომ ზოგჯერ უნდა დავდუმდეთ, ზოგჯერ კი საჭიროა მოწინააღმდეგეს თავისი ადგილი მივუჩინოთ. ხოლო როდის დავითმინოთ და როდის მოვითხოვოთ პასუხი, ამას ღმრთის მადლი გვასწავლის, ზიარების, აღსარებისა და იესუს ლოცვის საშუალებით.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ