atanasios

მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი – თავმდაბალი ადამიანი განიცდის სინანულს

მხოლოდ თავმდაბალი ადამიანი განიცდის სინანულს.

ამაყი არასდროს ნანობს.

ამაყი ყოველთვის მართალია.

მას ყოველთვის არასწორად ექცევიან,

ვერასდროს ვერ უგებენ, ცუდად ეპყრობიან.

ყოველთვის სხვებს ადანაშაულებს, ყოველთვის ამართლებს თავის თავს.

მას მუდამ დევნიან, ცილს სწამებენ და ათასგვარ სხვა რამეს უკეთებენ.

თუმცა, მან არ იცის, არ სურს, რომ თავმდაბალი იყოს და თავის თავს ხედავს ისეთად, როგორადაც თავად ფიქრობს.

ქრისტეში სრულყოფილი ადამიანი არ არის უცოდველი. უცოდველი ადამიანი არ არსებობს. ცოდვის გარეშე არავინ არაა, შესაბამისად არავინ არის შეუცდომელი. ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს, ყველას გვაქვს ცოდვები და ჩვენ ყველა ვებრძვით ვნებებს.

როგორიც შენ ხარ, ისეთივე ვარ მეც, ისეთივე იყო წმინდა პაისი, წმინდა გიორგი, წმინდა დიმიტრი… ყველანი ერთნაირები ვართ, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ.

რა არის წმინდანობის ნიშანი? ვინ არის წმინდანი? შეუცდომელი და უცოდველი ადამიანი, რომელიც არ არსებულა და არც იარსებებს? რა თქმა უნდა, არა.

წმინდანი არის თავმდაბალი, რომელიც ᲨეიᲫლება უშვებს შეცდომებს, აქვს ცოდვებიც, მაგრამ აქვს სინანული, ყოველთვის თავს იმდაბლებს, რადგან თავმდაბალია. ამაყი კი შეიძლება იყოს სრულყოფილი, მაგრამ საშინელი ღვთის წინაშე.

Share