ერთ ათენელ მეწარმეს ვიცნობ, რომელსაც დიდი საწარმო აქვს და 8 შვილი ჰყავს. ერთხელაც ვთხოვე, რომ ერთი მომლოცველი დაეტოვებინა თავისთან სახლში. როდესაც ეს ადამიანი ჩვენთან ჩამოვიდა, ვკითხე, მოეწონა თუ არა ის ოჯახი. მან მითხრა:
– როცა მთელმა ოჯახმა ისადილა, მამამ ყველა სასტუმრო ოთახში გაიყვანა, მეგონა, რომ ტელევიზორისთვის უნდა გვეყურებინა ყველას ერთად, წავედი მეც, დავჯექი ტახტზე, გამიკვირდა, რომ იმ ოთახში არ იყო ტელევიზორი და არც რაიმე მსგავსი, შემოვიდნენ დედა და მამა, ორივეს ხელში გრძელი შავი სკვნილი ეკავათ, მსგავსი ჰქონდათ კიდევ 2-3 ბავშვს და დაიწყეს ლოცვა. ჯერ მამამ დაიწყო: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” დაახლოებით 10 წუთი, შემდეგ დედამ, შემდეგ ბავშვებმა და ასე წრეზე ორჯერ თუ სამჯერ, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში. როდესაც დაამთავრეს, ბავშვები ადგნენ და მშობლებს ხელზე ემთხვივნენ, ყველამ თავი დაუხარა ერთმანეთს შენდობის სათხოვნელად და წავიდნენ დასაძინებლად.
სტუმარს ძალიან გაუკვირდა, თუ როგორ უნდა მიეღწია ამისთვის დაქორწინებულ ადამიანს, რომელსაც ასეთი სამსახური აქვს.
ყველაფერი ჩვენს მიზანმიმართულებასა და სიმამაცეზეა დამოკიდებული. უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს: მე გავაკეთებ ამას! როგორც არ უნდა შემეწინააღმდეგოს ბოროტი, მე მაინც გავაკეთებ! უნდა ვისწავლოთ ყველაზე აუცილებელით დაკმაყოფილება.
თავიდან ენთუზიაზმით ვართ აღვსილები, რომელიც შემდეგ ქრება და ვტოვებთ დაწყებულს. სწორედ ამიტომ ამბობენ წმ. მამები, რომ უმჯობესია მცირედი სულიერი ღვაწლი, მაგრამ მუდმივი, ვიდრე დიდი, რომელსაც მალევე მივატოვებთ. ამავდროულად აუცულებელია საეკლესიო საიდუმლოებები. რაც შეიძლება ხშირად უნდა ვეზიაროთ და ის მადლი, რასაც მივიღებთ დაგვეხმარება ლოცვით ღვაწლში.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ