Image 1

იღუმენი ხარლამპე ათონელი – ყველაფერს ზომიერება სჯობია

თუ შენშენი უყურადღებობით დააღონებ საკუთარ მოძღვარს ან და ძმათაგან ვინმეს და არ იზრუნებ, რომ ღამისთევის ლოცვის დაწყებამდე მას შენდობა სთხოვო, მაშინ ეს საქციელი ლოცვისას შენ წინ კედელივით აღიმართება.
ეს უმთავრესად მაშინ ხდება, როცა ვინმეს წყენა გახსოვს. ჩემო შვილო, ღმერთი – სიყვარულია. თუ გაბოროტებული ხარ, მასთან საერთო არაფერი გაქვს. ბოროტებით ავსებული ადამიანი დემონს ემსგავსება. შიგნით ბოროტების დამმალველ ადამიანს განა შეიძლება ქრისტესთან ჰქონდეს ურთიერთობა? განა არ ვთქვით, რომ ღამისთევის ლოცვა, მღვიძარება – ღმერთთან ურთიერთობაა?

ლოცვამდე რამდენიმე საათით ადრე ჭამე, რათა ღამისთევისთვის კუჭმა შეძლოს საჭმლის ათვისება. კუჭის დამძიმების კვალდაკვალ, კაცს ძალები მოაკლდება და თვლემა შეიპყრობს. ამიტომაც ტრაპეზზე იმდენი ჭამე, რამდენიც აუცილებელია ორგანიზმისთვის. თუ ჭამა გაგიტაცებს, ღმერთმა გაპატიოს. წმინდა მამებმა ყოველივე დიდი სიბრძნით აღაშენეს. ტრაპეზიდან ლოცვის დაწყებამდე იმდენი დრო გადის, რამდენიც საჭიროა საკვების შეთვისებისთვის. თუ სადილობა გიყვარს, ფარულადაც ჭამ და საღამოს კვლავ მიუჯდები სავსე სუფრას, მაშინ ლოცვას ნუ ელი.

ღამისთევისთვის მზადებისას, კარგი იქნება, თუ ლოცვის წინ ცოტას დაისვენებ. საერთოდაც ამ ხრწნად სხეულს 5-7 საათი ძილი სჭირდება. ჩვეულებისაებრ მონაზონი ძილს იტეხს: ნახევარს ღამისთევამდე იძინებს, ნახევარს – მერე. ვისაც ასე არ გამოსდის, ერთხელ უნდა დაიძინოს, მაგრამ, ბუნებრივია, დიდი ხნით.

როცა ერთსა და იმავე დროს დასვენებას მიეჩვევი, მაშინ ღამისთევის ლოცვა ნელ-ნელა შენი განრიგის განუყოფელი ნაწილი გახდება. კიდევ, აი, რას მიაქციე ყურადღება: გამოუძინებლობა უმალ შეგეტყობა: ძალა მოგაკლდება, თვლემა მოგერევა, მოვა მოწყინებაც. თუ ბევრი იძინე – იგრძნობ სიმძიმეს, შფოთს, მოწყინებას. კარგად უთქვამთ: “ყველაფერს ზომიერება სჯობია”.

ამონარიდში გამოყენებული ილუსტრაციები შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •