Image 1

იღუმენი ხარლამპე ათონელი – ქრისტე ცხოვრებას ცვლის, როცა ჩვენ გვინდა

საკუთარი თავის დიდი იძულების მერე დგება განცხრომის ჟამი. სული უტკბესი ცრემლების ღვრით ინეტარებს. შიგნით უფლის მოსვლას გრძნობ. ისეთი მხურვალე, აღნთებული სიყვარული გიჩნდება ქრისტესა და მისი უწმინდესი დედის მიმართ, იმ წუთში უფლის გულისთვის თავი რომ მოეკვეთათ, უდიდესი ნეტარება იქნებოდა შენთვის. ასეთ დროს მივხვდი, თუ როგორი ნეტარება იყო წამება ჩვენი წმინდანებისთვის – საკუთარი თავი მთლიანად ქრისტეს მიუძღვნეს, ამიტომაც მათში მუდამ ეს უდიდესი სიყვარული მეფობდა.

ხედავ, ქრისტე ცხოვრებას ცვლის, როცა ჩვენ გვინდა! სნეულებისა და განსაცდელისას, იგი ეძებს საბაბს, რომ ჩვენ ყველანი თავისთან მიგვაახლოოს. როცა ერთხელ ბულგარელებმა ტყვედ ჩაგვიგდეს, მაშინ როგორი წმინდა გვქონდა ლოცვა, როგორი ცრემლები, როგორი სწრაფვა ღვთისაკენ. იმ დროს, როცა ჩვენ გაგვათავისუფლეს, თითქმის უკვე ღმერთშემოსილები ვიყავით.

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)