ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – წმინდანის მთელი ცხოვრება ღრმა სინანულია

როდესაც ღვთის მადლი სულს ესტუმრება და ამით სულიერი ცხოვრების გამოღვიძება დაიწყება, მაშინ ჩვენთვის ნელ-ნელა გასაგები გახდება თუ რას ჩავდივართ : ჩვენ ვცოდავთ და ვაცნობიერებთ, რომ არასწორად ვიქცევით და რომ უფალს არ სურს ეს. ჩვენი სინდისი ნელ-ნელა უფრო და უფრო მგრძნობიარე ხდება და არ გვასვენებს, გვაწუხებს, რომ არათუ გამოგვასწოროს, არამედ სინანულის გრძნობაც მოგვაპოვებინოს. რადგან როდესაც სულის უგრძნობელობა მოგვიცავს, თავს კარგად ვგრძნობთ და სინანულის სურვილიც აღარ გვაქვს..

წმინდა ადამიანები, რომლებიც აღარ სცოდავდნენ და უფლის მცნებების მიხედვით ცხოვრობდნენ, აღსარებისას სინანულის ცრემლებს ღვრიდნენ.

წმინდანის მთელი ცხოვრება- ღრმა სინანულია.

წმინდანი ხედავს უფლის სიწმინდეს და საკუთარ ცოდვილობას. ესმის, თუ რას ნიშნავს- უფალი და რას ნიშნავს – ადამიანი. ხედავს უფლის უსაზღვრო სიყვარულს ადამიანებისადმი – მის მიერ მოცემულ სიკეთეებს, შესაძლებლობებს, სათნოებებს… ჩვენ კი მისი სიყვარულის საპასუხოდ არანაირი სიკეთე არ გაგვაჩნია. ამიტომ ეს შეგრძნება (მუდმივი სინანული) საკმარისია, რომ სულს სიწმინდე შეუნარჩუნოს.

სინანული სიცოცხლის მომცემია, რადგან ის სულს ღრმა ძილისგან აღვიძებს.

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)

გაზიარება
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •