ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – შენ, ღმერთო, შეგიძლია მიხსნა მე

არ შეიძლება, რომ ვთქვათ : ,,შენ ყოველ დღე ძალიან ბევრს სცოდავ, ვერ გადარჩები, არანაირი იმედი არაა შენი გადარჩენისა“. ეს ცოდვაა, სასოწარკვეთაა, ტრაგიკული შეცდომაა, ყველაზე დიდი ცოდვა – რაც კი შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს.

ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ გადავრჩებით. რატომ? არა იმიტომ, რომ რაღაცას წარმოვადგენ, არა იმიტომ, რომ ოდესღაც რაიმეს მოვიმოქმედებ და გადავრჩები. არა! არამედ ღმრთის გულმოწყალებისა და მისი უმაღლესი სიყვარულის გამო : რადგან მე, ჩემო უფალო, ნამდვილად არ შემიძლია რაიმეს გაკეთება, მაგრამ შენ – ღმერთო, შენ – სიცოცხლის მომცემი ხარ და შეგიძლია აღმადგინო და გადამარჩინო მე. შენ შეგიძლია მიხსნა მე! და ამიტომაც ვამყარებ იმედს შენზე, არა ჩემს საკუთარ საქმეებზე, არამედ ღმრთის სიყვარულზე და გულმწოყალებაზე. ეს არის მნიშვნელოვანი.

და იცოდეთ, თუ ადამიანს იმედი აქვს, უფლის სახელს მოუხმობს, ამოისუნთქავს და იტყვის: ,,ჩემო უფალო, გადამარჩინე მე!“ – ეს უკვე სასიცოცხლო მნიშვნელობას შეიძენს და ის არ დაიღუპება. ის იმ შემთხვევაში დაიღუპება, თუ იტყვის: ,,ყველაფერი დასრულდა ჩემთვის! ვეღარ გადავრჩები!“ მაგრამ ამის თქმა არ შეიძლება სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

ამონარიდში გამოყენებული მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.

გაზიარება
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •